FM97.5 / LIVE

დღეს ახალციხეში ელექტრონული პეტიციების პლატფორმას წარადგენენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.02.2018
დღეს, 6 თებერვალს, ახალციხეში, ელექტრონული პეტიციების პლატფორმის – ichange.gov.ge-ს პრეზენტაცია გაიმართება.

დღეს ახალციხეში ელექტრონული პეტიციების პლატფორმას წარადგენენ

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით.

პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება.

პლატფორმების პრეზენტაცია საქართველოს რეგიონებში 24 იანვრიდან დაიწყო. საინფორმაციო შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი სალომე საღარაძე უძღვებიან, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს პორტალის მოხმარების წესებსა და პირობებს აცნობენ.

ახალციხეში პრეზენტაცა 12:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგება, მისამართზე: მანველიშვილის N19.

[sknews.ge]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2018 მერიიდან დოკუმენტი, რომელზეც ვალეს ბაღში თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, ვერ მივიღეთ

19.11.2018 საირმე-აბასთუმანის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18.11.2018 ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს[photo]

17.11.2018 ახალციხელმა ამირან გოგოლაძემ ფინელი სპორტსმენი დაამარცხა [video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მოქალაქეები მთავრობას ელექტრონული პეტიციებით მიაწვდიან ხმას
5 წლამდე ბავშვების სრული უფასო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
არჩევნების პორტალის პრეზენტაცია  ახალციხეში
თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართვის ინოვაციური გზები – პრეზენტაცია ახალციხეში
სემინარი სტუდენტებთან ღია მმართველობის შესახებ
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს