სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მშენებარე კორპუსის მცხოვრებლები ბინებში თვითნებურად შესვლას გეგმავენ

მთავარისიახლე 05.02.2018
ახალციხეში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინების მესაკუთრეები საკუთარ ფართებში შესვლას გეგმავენ, პარალელურად კი სასამართლოში საქმის წარმოებას იწყებენ;

მშენებარე კორპუსის მცხოვრებლები ბინებში თვითნებურად შესვლას გეგმავენ

მშენებარე კორპუსში ბინების მესაკუთრეებმა გადაწყვიტეს, რომ კორპუსში გაზაფხულიდან შევიდნენ.

„ვიყავით მისული და ვნახეთ, რომ შეყვანილია გაზი, წყალი, დენი და ყველანაირი კომუნიკაცია. მოვილაპარაკეთ, რომ როგორც კი დათბება, ბინებში შევალთ“, – ამბობს ერთ–ერთი მესაკუთრე ნიკა ბეგიშვილი.

მისი თქმით, მანამდე ყველა უწყებას, რომელიც კორპუსის ჩაბარებაზეა პასუხისმგებელი, თავიანთ გადაწყვეტილებას წერილობით აცნობენ: „მივწერთ „ზიმოს“, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ასევე ახალციხის მერიასაც, რადგან როცა მან მშენებლობის ნებართვა გასცა, ზედამხედველობაც უნდა განეხორციელებინა“.

ბინის მესაკუთრეები ფიქრობენ, რომ ვინმე პასუხისგამცემი მას შემდეგ მაინც გამოჩნდება, რაც ბინის დაკავებას ეცდებიან.

გაზაფხულამდე კი სასამართლოში სარჩელსაც შეიტანენ, მესაკუთრეები ამისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ქმნიან.

„ყველა მესაკუთრის ერთად შეკრება ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს გადაწყვეტა დაგვჭირდება, ძალიან ძნელი იქნება, ამიტომ შევქმნით ამხანაგობას, ავირჩევთ თავმჯდომარეს და ის იქნება ყველას ნების გამომხატველი. ავიყვანთ ადვოკატს და სასამართლოში შევიტანთ სარჩელს“, – ამბობს ბეგიშვილი.

მათი სასართჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან ერთად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც იქნება.

„თუ ჩვენ დავას დავიწყებთ, სახელმწიფოს მიადგება ზიანი. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო და ბინები ჯერაც არ ჩაგვბარებია, ამ დროიდან მოყოლებული თვეში 300 ლარად რომ გაგვექირავებინა, მილიონამდე მაინც იქნებოდა შემოსავალი, ასე რომ, თუ ვიდავებთ, სახელმწიფოს მიადგება ზიანი“, – აცხადებს ბეგიშვილი.

მისი თქმით, იმისთვის რომ სამართლებრივი დავა დაიწყონ, ჯერ ამხანაგობა უნდა დარეგისტრირდეს: „ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს. როგორც კი გავამზადებთ, მივიტანთ ნოტარიუსთან, ბინების მესაკუთრეები კი იქ უნდა მივიდნენ და ხელი მოაწერონ ამ დოკუმენტს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესს ცოტა დრო დასჭირდება“.

მესაკუთრეები აცხადებენ, რომ არავის აქვს უფლება საკუთრებაში შესვლის უფლება აუკრძალოს: „ამონაწერში საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ამ ბინების ფლობის უფლებაც, ეს იმას ნიშნავს, რომ ბინები ჩვენზეა რეგისტრირებული და სამართლებრივად ვერავინ მოგვედავება“.

შეგახსენებთ, კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108 –ბინიან შენობაში უწყებების თანამშრომლებზე 103 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითო თვეში 220 დოლარს იხდის.

სამინისტროებსა და შპს „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულებამ 6 480 000 ლარი შეადგინა. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბინები მესაკუთრეებს ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ‘ძალოვანების კორპუსში’ სამუშაოების ნაწილი დაასრულეს
ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა განახლდა
ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ბინების ჩაბარებას ითხოვენ
მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ
მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“
დაუსრულებელი მშენებლობა – შსს მშენებარე კორპუსის დავალიანებას არ ფარავს