სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში უკანონო სახერხები დალუქეს

მთავარისიახლე, სამართალი 05.02.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს.

სამცხე–ჯავახეთში უკანონო სახერხები დალუქეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის, ასევე აღმოსავლეთ საქართველოსა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს.

არარეგისტრირებული დანადგარები - ე.წ. ლენტური ტიპის ხერხები - მოქალაქეებს, ხაშურის, ბორჯომისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, საცხოვრებელი სახლის ეზოებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში ჰქონდათ მოწყობილი. უკანონო საამქროების ტერიტორიაზე, ჯამში, განთავსებული იყო 3.2 მ3 მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 20 მ3-მდე მოცულობის წიწვოვანი სახეობის (ნაძვი, ფიჭვი) სამასალე მორი.

ამოღებული და დალუქულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი.

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-2 პრიმა მუხლის 2 ნაწილით (ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ) და 128 მე-3 პრიმა მუხლის 3 ნაწილით (ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, მრგვალი ხე-ტყის (მორის) არარეგისტრირებული სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით).

მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება.

[sknews.ge]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს
სამცხე–ჯავახეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
ბორჯომში  არარეგისტრირებული  სახერხი  საამქროები  გამოავლინეს
სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღეს და უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და უკანონო სახერხი საამქროები დალუქა
ბორჯომში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო და ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომსა და ახალციხეში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები და უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქროები აღმოაჩინეს