FM97.5 / LIVE

ყოფილმა მერმა დეპუტატს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – საქმე უზენაესშიც დასრულდა

მთავარისიახლე, სამართალი 02.02.2018
ახალციხის ყოფილ მერს, ამჟამად პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი კოპაძეს, ახალციხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატისთვის, ჯიმშერ გოგოლაურისთვის, საჯაროდ ბოდიშის მოხდა დაევალა. საქმის განხილვა უკვე სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულდა.

ყოფილმა მერმა დეპუტატს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – საქმე უზენაესშიც დასრულდა


უზენაესმა სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება 29 იანვარს გამოიტანა. ბოლო ინსტანციის სასამართლოს გიორგი კოპაძემ მიმართა, იგი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვდა.

„კოპაძე უნდა გამოვიდეს ტელევიზიით და ცრუ ბრალდებები უკან წაიღოს. გადაწყვეტილებას აღმასრულებელს ჩავაბარებ და ის დააკისრებს მას ყველაფერს“, – განაცხადა ჯიმშერ გოგოლაურმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში.

პარლამენტის წევრს გიორგი კოპაძესა და ქალაქ ახალციხის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ჯიმშერ გოგოლაურს შორის დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს დაიწყო. ახალციხის ტელეკომპანია „მე–9 არხის“ გადაცემა „დიალოგში“, პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, გიორგი კოპაძემ გოგოლაურს ბრალი დასდო, რომ პოლიციაში მუშაობის დროს პატიმრების უფლებებს არღვევდა.

„შენი სიმართლე ჯიმშერ აი იმ იმ პატიმრებს უთხარი, ფანჯრებიდან რომ ყრიდი და ბოთლებზე რომ სვამდი. შენი სიმართლე მათ ელაპარაკე, შენი პოლიციაში მოღვაწეობის დროს“, – განაცხადა მაშინ გიორგი კოპაძემ.

გადაცემის შემდეგ ჯიმშერ გოგოლაურმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა. პროკურატურამ საქმეზე გამოკითხვები დაიწყო, თუმცა, საქმის წარმოება არ გააგრძელა იმ მოტივით, რომ ეს სამოქალაქო დავა იყო. ამის შემდეგ, 2016 წლის 1–ელ თებერვალს, ჯიმშერ გოგოლაურმა სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა. იგი ახალციხის მერისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გია ბერაიამ ჯიმშერ გოგოლაურის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, – გიორგი კოპაძეს იგივე გადაცემაში ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა დაევალა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა გიორგი კოპაძის ადვოკატმა ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში.

აპირებს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულებას გიორგი კოპაძე უცნობია, „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს კოპაძემ არ უპასუხა. მისმა ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ და ამიტომ, ამ თემაზე ვერ ისაუბრებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.02.2019 მერია საკირეში მცხოვრებ ზეზვა თოფურიანს მკურნალობას დაუფინანსებს

19.02.2019 შავაძეები და ძეგლთა დაცვა ისტორიული აბანოების ერთობლივ მოვლა–პატრონობაზე შეთანხმდებიან

19.02.2019 ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება

18.02.2019 ‘სტრატეგია რომ მუშავდება, საკრებულომ უნდა იცოდეს’– დეპუტატის საყვედური მერიას

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო
დეპუტატ გიორგი კოპაძეს ბოდიშს იძულებით მოახდევინებენ
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო
უარყო თუ არა ცილისმწამებლური განცხადება გიორგი კოპაძემ
დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს
ხვალ დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს
დეპუტატი მერის წინააღმდეგ – გოგოლაურმა ამჯერად სასამართლოს მიმართა