სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მთავრობა ტყით სარგებლობის წესებს ამკაცრებს

მთავარისიახლე, სამართალი 02.02.2018
ტყით სარგებლობის წესების გამკაცრების შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს მთავრობა დღეს, 2 თებერვლას გამართულ სხდომაზე დაამტკიცებს.

მთავრობა ტყით სარგებლობის წესებს ამკაცრებს
პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტყით სარგებლობის წესების გამკაცრება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმებს არ ეხება.

როგორც მან, დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილი ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.

„პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას განვაცხადე, რომ ჩვენ ვიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით. ლევან დავითაშვილმა მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან წილად აწესრიგებს ტყის გამოყენების წესებს, ამკაცრებს მას და ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას ნერგავს ჩვენს ქვეყანაში. ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს მდგრადი ტყის განვითარების პროცესს ქვეყანაში, მოემსახურება ორგანიზებული ტყით სარგებლობის განვითარებას, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რიცხვს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს“, - ამბობს კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამინისტროს პრეროგატივა არ არის და ადგილობრივი ხელისუფლებების, ასევე, ძალოვანი უწყებების კოორდინებულ მუშაობას საჭიროებს, რათა ტყით უკანონო სარგებლობას ბოლო მოვუღოთ.

ამასთან, პრემიერის თქმით, მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა.

„ტყიდან ხე-ტყის ნარჩენის ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის ბრიკეტების, პელეტების და სხვა წარმოების მიზნით და ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემებს მოაგვარებს და ასევე, ხანძრის პრევენციისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე იწყებს გადასვლას ტყის ნარჩენებისგან დამზადებული ბიოსაწვავით სარგებლობაზე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს.

„ეს მნიშვნელოვანწილად დაზოგავს ტყის ჯანსაღ რესურსს ქვეყანაში და ტყის აღდგენას შეუწყობს ხელს. ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ის ზიანი, რაც გასული წლების განმავლობაში მიიღო ჩვენმა ქვეყანამ - ზოგჯერ ავბედობით, ზოგჯერ დანაშაულებრივი ქმედებებით - გამოვასწოროთ და ჩვენს მომავალ თაობებს არ დავუტოვოთ ეს მემკვიდრეობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღარ მოხდება სოციალური წრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ გამოსაყენებელი ხე-ტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშეშე რესურსის დამზადებასაც უზრუნველყოფს სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ ფანტაზიები ამ სფეროში უსაზღვროა.

„ინოვაციური ფანტაზიები ამ სფეროში ჩართული ადამიანების არის უსაზღვრო. რაც მე ვნახე, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა: ბენზიმზიდებში ჩაწყობილი მასალა, სასწრაფო დახმარების მანქანაში უკანონოდ ჩაწყობილი მასალა, ვითომ მომაკვდავი პაციენტი გადაჰყავთ და სხვა. ამ ადამიანების ამორალურობას ზღვარი არა აქვს. ჩვენ ვიქნებით დაუნდობელი, ყველა მათგანს მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე და ამას ვერაფერი შეცვლის, იმიტომ რომ სამინისტროს და ძალოვან უწყებებს უმაღლესი დონის მხარდაჭერა აქვთ, რომ ეს ქმედებები განახორციელონ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

[sknews.ge]


15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

13.02.2018 სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

15.02.2018 ახალციხეს ის გერბი ექნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გაყოფამდე ჰქონდა

15.02.2018 ბაკურიანი 'სკი კროსში' საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომსა და ადიგენში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს
ბორჯომში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომსა და ადიგენში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს
ბორჯომსა და ახალციხეში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს
ჭობისხევსა და დაბაძველში ხე–ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები გამოავლინეს
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და უკანონო სახერხი საამქროები დალუქა
პრემიერი: ომს ვუცხადებთ საქართველოში უკანონო ტყის ჩეხვას