სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ფრაქციების თავმჯდომარეებს მოადგილეები ეყოლებათ – 1000–ლარიანი ანაზღაურებით

მთავარისიახლე, ეკონომიკა 02.02.2018
საკრებულოს ფრაქციებს თავმჯდომარეების გარდა, თავმჯდომარის მოადგილეები ეყოლებათ და მათი ანაზღაურება 1000 ლარი იქნება. მრავალწევრიან ფრაქციას შეუძლია, არა ერთი, არამედ, ორი მოადგილეც აირჩიოს.

ფრაქციების თავმჯდომარეებს მოადგილეები ეყოლებათ – 1000–ლარიანი ანაზღაურებით
საკრებულოს რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, იმ ფრაქციებს, სადაც სამი წევრია, მხოლოდ ერთი მოადგილის დანიშვნის უფლება ეძლევათ. ხოლო, რომელ ფრაქციაშიც ცხრა წევრზე მეტია, შეუძლია ორი მოადგილე დაინიშნოს.

„საქართველოს ორგანულ კანონში, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, შეტანილია ცვლილება, სადაც საუბარია ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზე, აქამდე ეს თანამდებობა არ იყო“, – განმარტა ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ კურტანიძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთი ფრაქციაა: „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „კოსერვატორები“ და“მწვანეები“. ამ ხუთი ფრაქციიდან, ყველაზე მეტი, 16 წევრი „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ჰყავს. სამ–სამი წევრი ჰყავთ „ევროპულ საქართველოს“ და „მწვანეებს“, ხუთი წევრია „კონსერვატორებში“, ხოლო ოთხი – „მრეწველებში“.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის მოთხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გელა დემეტრაძემ. მისი მოადგილე ირინა გელაშვილი იქნება. მისი არჩევა საკრებულომ 31 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ცნობად მიიღო.

ფრაქციების თავმჯდომარეებს მოადგილეები ეყოლებათ – 1000–ლარიანი ანაზღაურებით

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ყოლის მოთხოვნით საკრებულოს უკვე მიმართეს სხვა ფრაქციის ხელმძღვანელებმაც.
უკვე ცნობილია, რომ „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს, რადგან მასში 16 დეპუტატია, ორი მოადგილე ეყოლება, „კონსერვატორებს“ და „მრეწველებს“ თითო–თითო.

„მხოლოდ ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარეს არ ეყოლება მოადგილე, ეს დეპუტატები „ქართული ოცნების“ კვოტით არიან გასულები და ამის უფლება არ აქვთ“, – განმარტა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ.

მისივე თქმით, საკრებულოში ფრაქციების თავმჯდომარეებს ჯამში ხუთი მოადგილე ეყოლებათ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ვინ დანიშნეს ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეებად
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს
ახალციხის საკრებულოს ორი ფრაქცია დაემატა
ახალციხის საკრებულოში ფრაქციების შესაქმნელად ჯერ ორი განაცხადი შევიდა
ასპინძის საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად დღეს ერთი განაცხადი შევიდა
ახალციხის საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა
ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა