ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივიან »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.01.2018
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ზაზა ჩაჩანიძეს, თანამშრომლების ნაწილი პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს. ერთმა მის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს სასამართლოში უჩივიან
ზაზა ჩაჩანიძე – ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე


საკრებულოს სპეციალისტი ნონა ლურსმანაშვილი სასამართლოსგან ჩაჩანიძის დაწერილი გაფრთხილების გაუქმებას ითხოვს.

„14 იანვარს დამიწერა გაფრთხილება, მაშინ, როდესაც საპირფარეშოში ვიყავი. მოვითხოვე საქმის წარმოების მასალები გადმოეცა, მაინტერესებდა რის საფუძველზე დაწერა. არ გამცეს პასუხი, ამიტომ, ათი დღის შემდეგ სასამართლოში შევიტანე სარჩელი“, – ამბობს იგი და ფიქრობს, რომ რადგან „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერი არ არის, თავმჯდომარე ამიტომ ავიწროებს, – „სამუშაო ოთახიც დამატოვებინა, მისაღებში ვზივარ. რაც მოვიდა თავმჯდომარედ, თითქმის ყოველ დღე, შემოსასვლელიდანვე იწყებს აგდებულ ლაპარაკს: რატომ გაქვთ მჟავე სახეები, სახეები გაასწორეთ და ა.შ“.

საკრებულოს თავმჯდომარეს შევიწროებაში ადანაშაულებს ნატა კოპაძეც. მას წინა მოწვევის საკრებულოში, რომელსაც ასევე ზაზა ჩაჩანიძე თავმჯდომარეობდა, მედიასთან ურთიერთობი საკითხები ებარა და საკრებულოს ფეისბუქის გვერდს მართავდა. კოპაძე ამ პოზიციაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც გამგობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ვერ გაიარა (მან ტესტირება ჩააბარა და გასაუბრების შემდეგ აღარ აიყვანეს) და უსამსახუროდ დარჩა. მაშინ მან ამის გამო სასამართლოში იჩივლა კიდეც, პირველი ინსტანცია წააგო, მეორე ინსტანციიდან კი საქმე გამოიტანა, რადგან იმ პერიოდში დასაქმდა საკრებულოში ზაზა ჩაჩანიძესთან.

კოპაძე ამბობს, რომ ზაზა ჩაჩანიძემ თანამშრომელთა რანგირების დროს, სპეციალურად მიანიჭა ყველაზე დაბალი საფეხური: „პირველ რანგი ახლობლებს, მეგობრებსა და პარტიის მხარდამჭერებს მიანიჭეს. მუშაობა რომ დავიწყე, წამყვანი სპეციალისტი ვიყავი, ახლა ორი რაგნით ჩამომწია და უმცროსი სპეციალისტი გამხადა. არანაირი ფუნქცია არ მაქვს, არც საკრებულოს სხდომაზე მეძახიან“.

კოპაძის მსგავსად ლურსმანაშვილიც ამბობს, რომ ახლა საკრებულოში ფუნქცია არ აქვს, მანამდე კი ქალთა საკითხებზე მუშაობდა.
ლურსმანაშვილმა და მასთან ერთად სხვა ოთხმა თანამშრომელმა, თავმჯდომარის მხრიდან შევიწროების შესახებ საქართველოს პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სახელზე, წერილიც გააგზავნეს.

„ჩაჩანიძე თანამშრომლებს არაეთიკურად ექცევა. უხეშად და უწმაწური სიტყვებით მიმართავს. გადრა ამისა, საჯარო მოხელეებს იბარებს სამუშაო კაბინეტში და საკმაოდ გამომწვევად და ცინიკურად ესაუბრება. პარალელურად, საყვედურის დაწერით ემუქრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ არანაირი გადაცდომა არ აქვთ.ყველა თანამშრომელს ჩამოართვა პერსონალური კომპიუტერი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, პარალიზებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო. ბატონო ირაკლი, უმორჩილესად გთხოვთ, დაგვეხმაროთ“, – ნათქვამია პარლამენტში თვენახევრის წინ, 18 დეკემბერს გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ხუთი თანამშრომელი აწერს.

საკრებულოს თანამშრომლები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, საკრებულომ ამის შემდეგ წერილი მიიღო, თუმცა, რა შინაარსის იყო, მათთვის უცნობია.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი ადასტურებს, რომ პარლამენტიდან საკრებულომ წერილი ნამდვილად მიიღო: „გვაცნობეს, რომ ბორჯომის საკრებულოდან შევიდა პარლამენტის აპარატში ესა და ეს წერილი, მეტი არაფერი, რეკომენდაციები არ ყოფილა. ჩვენ რა მივწერეთ, ეს არ არის საჯარო და ვერ ვისაუბრებ“.

თანმშრომლების ბრალდებებზე ზაზა ჩაჩანიძე მოკლე განმარტებით იფარგლება. ამბობს, რომ ლურსმანაშვილისთვის გაფრთხლება უსაფუძვლოდ არ დაუწერია: „სამჯერ იყო შემთხვევა, როცა არ იჯდა თავის ადგილზე. თვითონ რას ამბობს, არ ვიცი. ვისაც პრეტენზია აქვს, მიმართოს სასამართლოს. თუ ფიქრობენ, რომ ტყუილად არიან, წავიდნენ სახლში, ბიუჯეტის ფული დაიზოგება. თავადვე აღიარებენ საქმე არ გვაქვსო და მე რა კომენტარი გავაკეთო?!“

სხვებმა არა, მაგრამ, ლურსმანაშვილმა სასამართლოს უკვე მიმართა და მისი სარჩელი წარმოებაში მიიღეს. თუმცა, ჯერ პროცესი დანიშნული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოს 28 დეპუტატიდან, 15 ოპოზიციონერია და ამათგან უმეტესობა „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენს, ამიტომაც, ამავე პარტიიდან აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეც, რომელიც არჩევნებში მერობის კანდიდატი იყო და მეორე ტურში დამარცხდა.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2018 ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’

16.08.2018 ახალციხეში ელექტრონული მუსიკის საღამოები მოეწყობა

15.08.2018 ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გოგიჩაიშვილი აირჩიეს
‘იესოს უღალატეს და...’ – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტს უპირებენ
დღეს ბორჯომში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია
"პატრიოტთა ალიანსმა" ბორჯომში მერობის კანდიდატი დაასახელა