FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.01.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს, რომელმაც 18 იანვრის სხდომაზე, გაზრდილი ხელფასების გამო საშტატო ნუსხა არ დააამტკიცა, დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები გადაუგზავნა, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ მერის ხელფასი უცვლელი დატოვა.

ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა

დღეს, 31 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თვითმმართველობის თანამშრომლების ხელფასების რეგულირების საკითხი უნდა დაემტკიცებინა, თუმცა სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა. საკრებულოში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი ვერ გამოცხადდნენ, დეპუტატების თქმით, მიზეზი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.

სხდომა ხვალ, პირველ თებერვალს გაიმართება. საკრებულოს მსჯელობა ისევ თვითმმართველობის თანამშრომლების გაზრდილ ხელფასებზე მოუწევს. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ ბორჯომის მერიაში განუცხადეს, მათ დეპუტატებს ისევ ის სახელფასო ნუსხა გადაუგზავნეს, რის დამტკიცებაზეც 18 იანვარს უარი მიიღეს. გამონაკლისი მხოლოდ მერის ლევან ლიპარტიას შრომითი ანაზღუარებაა, მისი ხელფასი 2 450 ლარი იქნება.

„სახელფასო ფონდის ოდენობას ფინანასთა სამინისტრო ადგენს, წელს ეს ფონდი გაზრდილია. ჩვენ კი სახელფასო სარგოები ამ ფონდის ოდენობის ფარგლებში უნდა განვსაზღვროთ. კანონმდებლობის მიხედვით, საერთოდ განსაზღვრულია საჯარო მოხელის საბაზისო თანხა, რაც შემდეგ შესაბამის კოეფიციენტებზე მრავლდება და საბოლოოდ, ამა თუ იმ საჯარო მოხელის ხელფასის ოდენობა განისაღვრება“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი მაია პაიჭაძე და ამატებს, რომ კანონით ხელფასის კლება დაუშვებელია.

შეკითხვაზე, სამართლებრივად რამდენად დასაშვებია ის, რომ ხელფასები საჯარო მოხელეებს არ დააკლდეთ, თუმცა იგივე ოდენობა დარჩეთ, პაიჭაძე გვპასუხობს: „რატომ უნდა დარჩეთ იგივე, იმიტომ, რომ ასე საკრებულოს უნდა?!“

მისი თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მერის ხელფასი უცვლელი ყოფილიყო, თავად მერმა ლევან ლიპარტიამ მიიღო: „ამ გადაწყვეტილების მოტივი ალბათ ისევ საკრებულოა“.

შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხეფლასების დარიცხვა ვერ შეძლეს, მიზეზი ის იყო, რომ საკრებულოს ხელფასების რეგულირების საკითხი, ასევე საშტატო ნუსხა დამტკიცებული არ ჰქონდა. სირთულე კი იმან შექმნა, რომ 18 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერია ხელფასების გაზრდილი ოდენობით დამტიცებას ითხოვდა, ამას კი დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს
ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს
რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში
ბორჯომის საკრებულომ მერიის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა
ბორჯომში საკრებულოს სხდომა 9 მარტს გაიმართება
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო
ბორჯომის საკრებულომ მერიას გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცა