პირველი შეფასებები უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შემდეგ »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

პირველი შეფასებები უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შემდეგ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 31.01.2018
ვისი კანდიდატურაა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ახალი რექტორი მაკა ბერიძე და რატომ ფიქრობს, რექტორობის ყოფილი კანდიდატი და ასევე საბჭოს ერთ–ერთი წევრი, რომ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს წევრებზე ზეწოლას ახდენდა.

პირველი შეფასებები უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შემდეგ

დღეს, 31 იანვარს, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორი აირჩია. არჩევნები რექტორის კაბინეტში 13:00 საათზე დაიწყო. აკადემიური საბჭოს რვავე წევრმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, არცერთი ბიულეტენი არ გაბათილებულა. ხუთი ხმით სასწავლებლის რექტორად რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში მაკა ბერიძე აირჩიეს.

საბჭოსთვის არჩევნების შედეგის გამოცხადებას, ერთ–ერთი წევრის, თინა გელაშვილის პროტესტი მოჰყვა. მან განაცხადა, რომ შემაჯამებელ ოქმს ხელს არ მოაწერს: „მიუთითეთ, რომ თანახმა არ ვარ“, – განაცხადა მან და ოთახი დატოვა.

პირველი შეფასებები უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შემდეგ

გელაშვილი აცხადებს, რომ მაკა ბერიძე მერაბ ბერიძის კანდიდატურა იყო და არჩევნებში გაიყვანა კიდეც: „საბჭოს წევრებს ცალ–ცალკე ამუშავებდა, მართალია ისინი ამაზე არ საუბრობენ, მაგრამ ეს ნამდვილად ასე იყო. უნივერსიტეტში ბოლო წლების განმავლობაში თუ რაიმე გაკეთდა, მაკას და მერაბის დამსახურებაა, და თუ გაფუჭდა, ასევე ორივეს ბრალია. სასწავლებელი ძალიან ცუდი გზით მიდიოდა, ამიტომ მინდოდა, რომ უნივერსიტეტის რექტორი ახალი სახე ყოფილიყო და არა ის, ვინც რეალურად, მერაბ ბერიძის კანდიდატია“.

გელაშვილის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს მერაბ ბერიძე: „არ ვიცი საბჭოს წევრებზე ზეწოლა რას ნიშნავს. ძალიან უხერხულია თინას მხრიდან ამაზე ლაპარაკი. საინტერესოა, როგორ უნდა იმუშაოს ამის შემდეგ მან ამ საბჭოში?! მისთვის სასურველი კანდიდატი რომ გასულიყო, საინტერესოა მერე რას იტყოდა ზეწოლის შესახებ“.

პირველი შეფასებები უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შემდეგ

იგი ღიად აცხადებს, რომ მაკა ბერიძე აირჩია: „როცა ზოგიერთები ჩირგვებში ისხდნენ, მაკა ბერიძე წლების განმავლობაში ახალქალაქში, დანგრეულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და ჯავახეთის საქმეს აკეთებდა. მას ძალიან სერიოზული ბიოგრაფია აქვს. ბევრი კარგი წიგნის ავტორი და არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეა. როცა საქმე უნივერსიტეტს ეხება, მისთვის დაღლა არ არსებობს, ეს არის პიროვნება, რომელსაც შეიძლება ენდო“.

შეკითხვაზე, იყო თუ არა მისი ინიციატივა მაკა ბერიძე კანდიდატი ყოფილიყო, გვპასუხობს: „მინდოდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მეტ ჩვენ კურსდამთავრებულს მიეღო. ვინმეს უთხრა კანდიდატურა დააყენეო, ძალიან რთულია, აქ ადამიანის ბედზეა საუბარი, მე კი ვერავის ბედს ვერ გადავწყვეტ“.

ბერიძის მხრიდან ზეწოლას კატეგორიულად უარყოფენ საბჭოს სხვა წევრებიც.

„როგორც თევზე წყალში, ისეთი თავისუფალი ვარ. არავის მხრიდან არანაირი მითითება არ ყოფილა“, – ამბობს შოთა ინასარიძე და ამატებს, რომ შედეგით კმაყოფილია, რადგან არჩევანი მანაც მაკა ბერიძის სასარგებლოდ დააფიქსირა, – „ჩვენი კურსდამთავრებულია, ადგილობრივი კადრია, ამიტომ მივეცი ხმა. ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ, რომ უნივერსიტეტი წინ წავიდეს“.

პირველი შეფასებები უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შემდეგ

არჩევანს არ ამხელს ირმა ქურდაძე, თუმცა ამბობს, რომ არანაირ ზეწოლას საბჭოს წევრებზე ადგილი არ ჰქონია: „მერაბ ბერიძეს უფლებამოსილება შეუწყდა და მას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია საბჭოს წევრებზე ზემოქმედების მოსახდენად. ორივე კანდიდატი ძალიან ღირსეულია, მე ხმა უნივერსიტეტის უკეთეს მომავალს მივეცი“.

პირველი შეფასებები უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შემდეგ

დამარცხებული კანდიდატი ცისკარა ზარანდია „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მაკა ბერიძე კი ამბობს, რომ „სასწავლებლის რექტორობისთვის მზადაა და ეს დღეიდან მისი ვალდებულებაცაა“.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თავდაპირველად 6 კანდიდატს სურდა, თუმცა, შემდეგ 4–მა კანდიდატურა მოხსნა. მათგან ორმა, დღეს, არჩევნების წინ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

02.08.2018 დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2018 ახალციხის მერიამ 10 წარმატებულ სტუდენტს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა

12.08.2018 ფერების შოუ ახალციხეში [photos\video]

12.08.2018 ახალციხეში ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა

12.08.2018 ახალციხის ტბაზე სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
რექტორის არჩევნებამდე ორი საათით ადრე კანდიდატურა რეზო ზედგინიძემაც მოიხსნა
თინა გელაშვილმა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებიდან კანდიდატურა მოიხსნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს