FM97.5 / LIVE

ენმ–ს აქტივისტების ცემაში ბრალდებულ მოხელეებს საპროცესო გაუფორმეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 30.01.2018
‘ნაციონალური მოძრაობის’ აქტივისტების ბეგლარ კაპანაძის, მისი მამისა და შვილის ცემაში ბრალდებულ ხუთ პირს, რომლებიც სხვადასხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები იყვნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ხუთიდან ერთმა სამსახური ახლა დატოვა, ერთი კი ჯერ ისევ მუშაობს.

ენმ–ს აქტივისტების ცემაში ბრალდებულ მოხელეებს  საპროცესო გაუფორმეს

კაპანაძეების ოჯახის წევრების ცემის საქმეს ახალციხის რაიონული სასამართლო ხუთი თვის განმავლობაში იხილავდა. ბრალდებულები ჯერ საპროცესო შეთანხმებას, შემდეგ კი განრიდებას ითხოვდნენ, თუმცა, ბრალდების მხარემ მხოლოდ მათი პირველი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შემთხვევა


ბეგლარ კაპანაძესა და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმა მიმდინარე წლის ზაფხულში, არჩევნებამდე პერიოდში მოხდა. როგორც ბეგლარ კაპანაძე ყვება, იგი მამასთან და შვილთან ერთად მთიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მას ნასვამმა პირებმა გზა გადაუკეტეს და იმის გამო, რომ მათი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერი არ იყო, ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოჯახის სამივე წევრი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. სამივე მათგანს მრავლობითი დაჟეჟილობები და ტრამვები ჰქონდა.

ბრალდებულები

ამ საქმეში ხუთი ბრალდებული ფიგურირებდა. ხუთიდან სამი იმ პერიოდში ისევ მუშაობდა.

ზაზა გელაძე – ახალციხის მერის, გიორგი კოპაძის მოადგილე. იგი ამ პოზიციას 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის დეკემბრამდე იკავებდა. მას შემდეგ, რაც გიორგი კოპაძემ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა (იგი ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატია), ახალმა მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ, ზაზა გელაძე სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ, ყოფილი მოადგილე გიორგი კოპაძემ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში გადაიყვანა.

დავით სამსონიძე – საჯარო მოსამსახურე, იგი ახალციხის მერის რწმუნებული იყო ქალაქის ერთ–ერთ უბანზე.

გიორგი ლონდარიძე – ახალციხის დასუფთავების სამსახურის, შპს „კეთილმოწყობის“ ხელმძღვანელი. ამ სამსახურში იგი თითქმის ორი წელი უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

ნოდარ კურტანიძე – დასუფთავების სამსახურში მუშაობდა. იგი ამ სამსახურიდან დაახლოებით წელიწადნახევრის გაათავისუფლეს. (მაშინ, როცა შემთხვევ მოხდა, უკვე გათავისუფლებული იყო).

გრიგოლ რუხაძე – ახალციხის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი, ავტომობილების მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი იყო. იგი სამსახურიდან 2015 წლის შემოდგომით გაათავისუფლეს. მის სახელს ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, ახალციხის ციხის ყოფილი უფროსისილია სიდამოიძის ცემის საქმე უკავშირდებოდა. ამ საქმეზე ძიებაც დაიწყო, 125–ე ცემის მუხლით, თუმცა შემდეგ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა.

ენმ–ს აქტივისტების ცემაში ბრალდებულ მოხელეებს  საპროცესო გაუფორმეს

რა პოზიციებზე არიან დღეს ბრალდებულები


ხუთი პირიდან ორი: გიორგი ლონდარიძე და ზაზა გელაძე, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე, ისევ საჯარო სამსახურში რჩებოდნენ. ერთმა, დავით სამსონიძემ კი სამსახური თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, 14 ნოემბრიდან დატოვა, თუმცა, არა ამ ამბის გამო, – ქალაქი და თემი გაერთიანდა, აირჩიეს ახალი მერი და როგორც კი ძველ მერს უფლებამოსილება შეუწყდა, მერის რწმუნებულებმაც დატოვეს სამსახური.

ორი დასაქმებულიდან ერთმა, გიორგი ლონდარიძემ გუშინ, 29 იანვარს, განაცხადა, რომ სამსახურიდან წამოვიდა, თუმცა, ეს ფაქტი არ დაუკავშირებია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ცემის საქმესთან: „რეორგანიზაციაა მერიაში, ახალი შპს ჩამოყალიბდა, ახალი დირექტორი ეყოლება და ამიტომ მოვდივარ, ახლაც შეხვედრა მაქვს, გადაბარების პროცესი მიმდინარეობს“.

„არ მცალია მაგ თემაზე სასაუბროდ“, – გვითხრა მეორე დასაქმებულმა ბრალდებულმა, მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომელმა ზაზა გელაძემ. საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი განაცხადეს, რომ გელაძე ისევ ბიუროს თანამშრომელია და სასამართლოდან მისი ნასამართლეობის შესახებ ჯერ განცხადება არ მიუღიათ.

აქვთ თუ არა მუშაობის უფლება ნასამართლევებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დასაქმებულ პირებს უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდათ.

„ვიდრე სასამართლო მიმდინარეობდა, უფლება ჰქონდათ ემუშავათ. თუმცა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, უნდა შეუწყდეთ უფლებამოსილება, – საჯარო სამსახურში ნასამართლევი პირი ვერ იქნება“, – ამბობს იურისტი რევაზ რევაზაშვილი.

დაშავებული

ბეგლარ კაპანაძე ამბობს, რომ მას საქმის ასე დასრულებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს.

„არ მინდა ვინმეს საშვილიშვილოდ გადავეკიდო, რაც მოხდა მოხდა. იყოს ასეთი გადაწყვეტილება, წინააღმდეგი არ ვარ“, – განაცხადა ბეგლარ კაპანაძემ, რომელიც სასამართლო პროცესებს არც ესრებოდა იმის გამო, რომ არასოდეს ატყობინებდნენ პროცესის შესახებ.
აქვე შეგახსენებთ, ხუთივე ბრალდებული, საქმის დასრულებამდე, გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

05.11.2018 რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2018 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

12.11.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა

11.11.2018 ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]

11.11.2018 აწყურთან ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს
‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო – ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს
ზაზა გელაძე, რომელსაც ენმ ცემაში ადანაშაულებს,  დეპუტატის ბიუროს წევრია
„ნაციონალების“ ყოფილი კოორდინატორი საჯარო მოხელეებს ცემაში ადანაშაულებს