FM97.5 / LIVE

ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩაინგრა – არიან დაშავებულები

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 30.01.2018
ახალგარემონტებულ მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ნაწილი ჩაინგრა, რის შედეგადაც, მეტროში მყოფი ადამიანები დაშავდნენ. შემთხვევა 29 იანვარს, 10:30 საათზე მოხდა. ამ დროის მონაცემებით, [11:45 სთ], შემთხვევის შედეგად 11 ადამიანია დაშავებული.

ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩაინგრა – არიან დაშავებულები
ფოტო: ნეტგაზეთი

როგორც თბილისის მერიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, თერთმეტივე დაშავებული ჰოსპიტალიზებულია და არცერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკული არაა. თბილისის მერიის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, ექიმები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევის ადგილას მივიდა თბილისის მერი, კახა კალაძე. მისი განცხადებით, მომხდარს უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება.

მომხდარის შემდეგ განცხადება გაავრცელა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ: „თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. ინციდენტის შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება ოპერატიულად მოხდა. სადგურიდან მგზავრების გამოყვანა მიმდინარეობს".

კომოანიის განცხადებით, თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს.

ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სადგურ “ვარკეთილის” ინტერიერის და დახრილი გვირაბის განახლება 2016 წლის ბოლოს დაიწყო, დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

[Sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

დიღომში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 7 დაშავდა
ბორჯომი–თბილისის მატარებლის და მანქანის შეჯახების შედეგად 60 წლამდე კაცი დაშავდა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
ახალციხეში, თბილისის ქუჩაზე, სასმელი წყალი ასფალტზე გადმოდის
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
თბილისის კლინიკებში აქციისას დაშავებული 28 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას
ახალქალაქი–თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა – დაშავდა სამი ადამიანი