სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში, რესტორანში ჩხუბის გამო დაკავებულ ახალგაზრდებს, პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

მთავარისიახლე, სამართალი 30.01.2018
სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის“ რესტორანში მომხდარი ჩხუბის შემდეგ დაკავებულებმა საპატიმრო დატოვეს. მათ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდათ;

ახალციხეში, რესტორანში ჩხუბის გამო დაკავებულ ახალგაზრდებს, პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის“ რესტორანში 30 ნოემბერს მომხდარი ჩხუბის შემდეგ ხუთი პირი დააკავეს. მათ შორის, ერთ–ერთს, მამუკა წ.–ს პირველივე სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა. სამი დღის შემდეგ კი ასევე პატიმრობა გირაოთი კიდევ ერთ ბრალდებულს ბექა ს–ს შეუფარდეს.

დარჩენილი სამი პირის: ვლადიმერ ს–ს, გოჩა გ–სა და გიორგი ხ–ს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე კი მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ 25 იანვარს იმსჯელა და მათ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

„ბრალდების მხარეს უკვე ყველა მტკიცებულება მოპოვებული აქვს, ამდენად, მათი განადგურების საფრთხე ბრალდებულების მხრიდან აღარ არსებობს. გარდა ამისა, დავასაბუთეთ, რომ ბრალდებულების მხრიდან არც მიმალვის საფრთხე არსებობს და მოსამართლემ ეს შუამდგომლობა გაიზიარა“, – ამბობს ადვოკატი ეკა აბაშიძე.

ბრალდებულ ვლადიმერ ს–ს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 50 ათასი ლარი შეეფარდა, დანარჩენ ორს კი 40–40 ათასი.

საქმის არსებითი განხილვა ექვს თებერვლას დაიწყება, მხარეები შესავალ სიტყვებს წაიკითხავენ.

შეგახსენებთ, რომ ჩხუბი „ჯინო ველნეს რაბათში“ 30 ნოემბერს ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. შედეგად, ორი მამაკაცი დაშავდა. დაკავებულებს ბრალი სსკ–ის 239–ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინათ, რაც ხულიგნობას ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღით, ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წალმდე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

რესტორანში ჩხუბის გამო ოთხი დაკავებულიდან, ერთს  პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
ახალციხეში, რესტორანში მომხდარი ჩხუბის გამო, 4 პირი დააკავეს
ახალციხეში ავარიის გამო დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
40 წლის ქალის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეეფარდა
ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
აწყურში დაკავებული 5 პიროვნებიდან 3–ს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს