FM97.5 / LIVE

აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ, პროკურორებს შეხვდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.01.2018
მოქალაქეები, რომლებიც ხე–ტყის გადატანის დროს ჩამორთმული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორებს შეხვდნენ;

აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ, პროკურორებს შეხვდნენ
ადიგენის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებლებმა რეგიონის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ, საპროტესტო აქცია სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, ადგილობრივები სამართალდამცავებს იმ მანქანების დაბრუნებას სთხოვენ, რომლებიც მათ ხე–ტყის გადატანის დროს ჩამოართვეს.

ისევე როგორც გუბერნიაში, საოლქო პროკურატურაშიც პროკურორებთან სასაუბროდ ხუთი მონაწილე შეიყვანეს.

„გვითხრეს, ვიძიებთ ამ საქმეს და მანქანები დაგიბრუნდებათო. დავინტერესდით კონფისკაცია ხომარ გვემუქრებოდა და გვითხრეს არა, ჩვენ კერძო საკუთრებას ვერ ვეხებითო“, – გვითრეს პროკურატურიდან გამოსულმა აქციის მონაწილეებმა.

მათი თქმით, შეკითხვაზე, თუ რა ვადაში დაუბრუნებენ მოქალაქეებს ჩამორთმეულ მანქანებს, პასუხი ვერ მიიღეს: „გვითხრეს ყოველდღე ვმუშაობთო. ამისთვის ჯერ დრო გვაქვს და კანონიერ ვადაში ვეტევითო“.

მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეები პროკურატურაში მიღებული პასუხით კმაყოფილები არ იყვნენ, უწყებიდან გამოსვლის შემდეგ დაიშალნენ: „მანქანებს არ გვიბრუნებენ და მივდივართ სახლში“.

აქცია ახალციხეში დღეს, 26 იანვარს დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა. მოქალაქეების კატეგორიული მოთხოვნა, რომ გუბერნატორი მათთან შესახვედრად ადმინისტრაციული შენობის წინ გამოსულიყო არ შესრულდა. მხარის რწმუნებულმა აკაკი მაჭუტაძემ კაბინეტში მხოლოდ ხუთი მათგანი მიიღო და ურჩია, რომ ადვოკატისთვის მიემართათ.

შეგახსენებთ, რომ ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებმა, რომლებსაც ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანისას ავტომანქანები ჩამოართვეს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან აქცია 18 დეკემბერსაც გამართეს.

აქციის მონაწილეების ნაწილი აცხადებს, რომ ხე–ტყე უკანონოდ აქვთ მოპოვებული და მზად არიან ჯარიმაც გადაიხადონ, თუმცა აპროტესტებენ მანქანების ჩამორთმევას აპროტესტებენ. ნაწილი კი ამბობს, რომ მათ მანქანაც და მასალაც უკანონოდ ჩამოართვეს.

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ
მოქალაქეებს, რომლებსაც, ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, გუბერნატორი შეხვდა
აქციის მონაწილეებს, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ გუბერნატორი ხვდება [Video]
აქციის მონაწილეები: „გუბერნატორი ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებაში დაგვეხმაროს“
შსს: ექვს თვეში ხე–ტყის გადატანის დროს 198 მანქანაა ჩამორთმეული
აქციის მონაწილეები: „გუბერნატრომა ადვოკატის აყვანა გვირჩია“
მოქალაქეებმა პროკურატურას მანქანების ჩამორთმევის საქმეების დასასრულებლად 5 დღე მისცეს