FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიაში სამი შტატი გააუქმეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.01.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში 16 საშტატო პოზიციაზე ჯერ კონკურსი გამოაცხადეს და განაცხადები მიიღეს, შემდეგ კი სამი შტატი გააუქმეს და გასაუბრებაზე კონკურსანტები მხოლოდ 13 პოზიციაზე დაიბარეს.

ახალციხის მერიაში სამი შტატი გააუქმეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამი შტატი საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე, ანუ განაცხადების გადარჩევის შემდეგ გააუქმეს. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ გაუქმებულ შტატებზე შემოტანილი განაცხადების ავტორები კონკურსს გაოეთიშნენ.

ახალციხის მერიამ შტატები შემდეგ პოზიციებზე გააუქმა: პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბიუჯეტის საკითხებში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პროექტების მართვის საკითხებში და პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მონიტორინგისა და ინსპექტირების საკითხებში.

დარჩენილ 13 პოზიციაზე კონკურსანტების შესარჩევად კი მერიაში გასაუბრება მეორე დღეა მიმდინარეობს.

პირველ დღეს, 25 იანვარს გასაუბრებაზე დაბარებული 31 აპლიკანტიდან, მხოლოდ 22 გამოცხადდა. ისინი გასაუბრებას 10 წევრისაგან დაკომპლექტებულ კომისიასთან გადიან, რომელსაც შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი გიორგი ინასარიძე ხელმძღვანელობს.

კომისიის ერთერთი წევრის ქეთევან მიშველაძის განმარტებით, კონკურსანტებს საკანონმდებლო ბაზის ცოდნა მოეთხოვებათ: „კარგად უნდა იცოდნენ მერიის სამსახურის დებულება და ჰქონდეთ შესაბამისი გამოცდილებაც“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში 16 პოზიციაზე 240 განაცხადი დაფიქსირდა, იქიდან კი 154 გადაარჩეის.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 ახალციხის ციხეზე რძის ფესტივალი ‘იდეების გამოფენა’ გაიმართა

16.10.2018 ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე იჩეხება

16.10.2018 უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში სამ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი არ შევიდა
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ახალციხის მერიაში გასაუბრებაზე კონურსანტების ნახევარი არ გამოცხადდა
ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეების შესარჩევად გასაუბრება იწყება
ახალციხის მერიაში ხუთი პოზიცია ვაკანტური დარჩა
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე 75 განაცხადი შევიდა