FM97.5 / LIVE

ბავშვთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.01.2018
სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით ადიგენის, ახალციხისა და შუახევის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ბავშვთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც.

მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით განისაზღვრა ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეფერირების წესები. კერძოდ, უფლებამოსილებათა ნაწილი გადაეცა თვითმმართველობებს. შესაბამისად, საპილოტე პროგრამა ამოქმედდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში: ადიგენში, ახალციხესა და შუახევში.

სამუშაო შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისაგან მოისმინეს თუ რა დადებითი მხარეები ჰქონდა აღნიშნული პროექტის განხორციელებას და რა გამოწვევები არსებობს.

„მათი მოსაზრებების გათვალისწინებით განვახორციელებთ სოციალური მუშაობის კანონპროექტის იმ ნაწილს, რომელიც დეცენტრალიზაციას უკავშირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ზაზა გაბუნიას შეფასებით, საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვთა უფლებების დაცვასა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ეხება:„მთავრობის დადგენილება არის ძალიან კარგი თეორიული წინაპირობა იმისთვის, რომ ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე ჩართულობით უზრუნველვყოთ პრევენცია. ამისთვის უნდა განხორციელდეს ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისა თუ სპეციალური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მომზადება. თუმცა მთავარი ამოცანაა, შესაბამისმა სპეციალისტებმა გარკვეული რისკის მქონე ოჯახებში იმუშაონ იმგვარად, რომ მინიმუმამდე დავიდეს ბავშვზე ძალადობის ნებისმიერი საფრთხე. ბავშვი უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული ყველანაირად - მორალურად, ფიზიკურად ფსიქოლოგიურად".

მან მზადყოფნა გამოთქვა ეტაპობრივი მუშაობის გასაგრძელებლად როგორც მუნიციპალიტეტებთან, ასევე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად იმ საჭიროებებისათვის, რომელიც მისივე თქმით, შეიძლება დროდადრო გამოიკვეთოს.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა ბორჯომელებს ანგარიში წარუდგინეს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი  მოადგილე გედევან ფოფხაძეა
ბავშვთა უფლებების დაცვის დღე ადიგენში
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს
ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სკოლების ადმინისტრაციები გადაამზადეს
1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა