FM97.5 / LIVE

არლის სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ჭიანურდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.01.2018
ადიგენში, არლის საჯარო სკოლაში კომპანია „Rooms“–ი სამუშაოებს ვერ ასრულებს. კომპანია პროექტში შესული ცვლილებების გამო განათლების სამინისტროდან სამუშაოების გაგრძელების ნებართვას ელოდება.

არლის სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ჭიანურდება
არლის საჯარო სკოლაში კომპანია „Rooms“–ს სამშენებლო სამუშაოები ორ თვეში, დეკემბრის ბოლოს უნდა დაესრულებინა, თუმცა ამ დრომდე გრძელდება. კომპანიაში ჯერ არ იციან თუ როდის შეძლებენ პროექტის ჩაბარებას.

განათლების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი„Rooms“–მა 500 000 ლაროთ მოიგო. აღნიშნული თანხით კომპანიას დაევალა სკოლაში ლიფტის და გათბობის საქვებეების დამონტაჟება, ასევე სპორტული დარბაზის მშენებლობის დასრულება და ეზოს შემოღობვა.

კომპანიის წარმომადგენელის თენგიზ ბაკურაძის განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან ნაწილის შესრულება შეძლეს. შემოღობეს სკოლის ეზო და დაამონტაჟეს ორი საქვაბე. რაც შეეხება სპორტული დარბაზის გადახურვას, აქ სამუშაოების დასაწყებად საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან ნებართვას ელოდებიან.

„სკოლაში რომ შემოვედით, აღმოჩნდა, რომ ბევრი სხვა სამუშაოც იყო შესასრულებელი. სამინისტრო ეტაპობრივად გვაძლევს მუშაობის ნებართვას, რაც შეეხება სპორტული დარბაზის გადახურვას აღმოვაჩინეთ, რომ პროექტი არასწორი იყო და შეცვლა მოვითხოვეთ. ალბათ თვის ბოლოს მოგვცემენ ნებართვას და ჩვენც გავარგძელებთ დარბაზის დასრულებას“, – ამბობს თენგიზ ბაკურაძე და ამატებს, რომ სამუშაოების დასასრულებლად დაახლოებით თვენახევარი დასჭირდებათ.

მისივე თქმით, სპორტული დარბაზის გადახურვის შემდეგ დააგებენ იატაკს, მოაწყობენ გასახდელებს და სკოლის შენობაში დაამონტაჟებენ ლიფტს.

გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, ახლადაშენებული სკოლის საკლასო ოთახებში შესაცვლელია წვიმისგან დაზიანებული იატაკი, ჩასასმელია კარ–ფანჯრების მინები და ჩამოყრილია გარე ფასადის ფილები. კომპანია „Rooms“–ში აცხადებენ, რომ ამ დეტალების მოწესრიგება მათი ვალდებულება არ არის და შესაძლოა სამინისტრომ ახალი ტენტერი გამოაცხადოს.

განათლების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის განმარტებით არლის სკოლაში ჩასატარებელი სამუშაოების პროექტირება და ხარჯთაღრიცხვის მომზადება ორ დღეში დასრულდება და კომპანია შეძლებს მუშაობის გაგრძელებას, რაც შეეხება დაზიანებული იატაკის და გარე ფასადის შეკეთებას, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინსიტრო მიიღებს გადაწყვეტილებას – კომპანია „Rooms“–ს დაუმატებს თანხას დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად თუ ახალ ტენდერს გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ არლის საჯარო სკოლის მშენებლობა 2015 წლის დასაწყისში დაიწყო. მშენელობა ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "Civil Construction" ასრულებდა, თუმცა მისი ხელმძღვანელის გარდაცვალების გამო, მშენებლობა შეჩერდა და ის რაც უკვე გაკეთებული იყო, ნადგურდებოდა. ამ პერიოდში, ახალი მშენებლის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი პირველ მცდელობაზე ჩავარდა და მშენებლის შერჩევაც დაგვიანდა.

არლის ახალი სკოლა 192 მოსაწვლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ვიდრე მშენელობა დასრულდება, არლის სკოლის მოსწავლეები სოფელში არსებული კათოლიკური და მართლმადიდებლური სამრევლო სკოლების შენობებში არიან გადანაწილებული.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფელ არალში სკოლის მშენებლობა წელს ვერ დასრულდება
სასწავლო წლის განახლებამდე არლის სკოლის მშენებლობა დასრულდება
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა
არლის სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ისევ ძველ შენობაში ხვდებიან
არალში სკოლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია, სამუშაოები დეკემბერში უნდა დასრულებულიყო [Photos]
საფეხური: რატომ გაჭიანურდა არლის სკოლის მშენებლობა [Audio]
სოფელ არალში სკოლის მშენებლობა დროებით შეჩერდა