სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.01.2018
ბორჯომის ადგილობრივ თვითმმართველობაში 125 თანამშრომელი კუთვნილი ხელფასის დარიცხვას მესამე დღეა ელოდება. ხელფასები მერიას 22 იანვარს უნდა გაეცა, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ვიდრე საკრებულოს მომავალი სხდომა არ ჩატარდება ხელფასი ვერცერთ თანამშრომელზე ვერ გაიცემა.

ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს

„არსებულ საშტატო ნუსხას ძალა დაკარგული აქვს იმის გამო, რომ ხელფასების რეგულირება საკრებულოს არ დაუმტკიცებია. ეს ყველაფერი ახალი, „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით რეგულირდება“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და ამატებენ, რომ ვიდრე საკრებულოს მომავალი სხდომა არ გაიმართება და აღნიშნული საკითხი არ დამტკიცდება, ხელფასები ვერ გაიცემა.

ხელფასების დამტკიცების შესახებ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 18 იანვარს იმსჯელა. მერია დეპუტატებს გაზრდილი ხელფასების ოდენობის დამტკიცებას სთხოვდა, თუმცა საკრებულომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დეპუტატებმა ძალაში ის საშტატო ნუსხა და ხელფასების ოდენობა დატოვეს, რაც თვითმმართველობაში 2017 წელს ჰქონდათ.

„ხელფასების რეგულირებასა და საშტატო ნუსხას, რაც მანამდე იყო, ხელახლა დამტკიცება აღარ სჭირდება. ჩვენ არ დავუმტკიცეთ გაზრდილი ხელფასების ოდენობა, არსებულს კი დამტკიცება აღარ სჭირდება“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.

მისი თქმით, ის რომ იანვრის ხელფასები არ გაიცა, მერიაში არაპროფესიონალი თანამშრომლების ბრალია: "2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია და ბუნებრივია, ჩვეულებრივ შეუძლიათ ხელფასები დარიცხონ".

როდის გაიმართება მომავალი საკრებულოს სხდომა ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ ამ სხდომაზე ახალი, ან არსებული ხელფასების რეგულირების საკითხი დამტკიცდება. იგულისხმება თუ არა ახალში კვლავ ხელფასების გაზრდის მოთხოვნა, ამაზე თვითმმართველობაში არ საუბრობენ. საკრებულოში კი გადაჭრით ამბობენ, რომ შრომითი ანაზღაურების მატებაზე ხელის აწევას არც მომავალ სხდომაზე გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ მერიის მიერ განსაზღვრული ხელფასების ოდენობები, რაც 18 იანვრის საკრებულოს სხდომაზე წარადგინეს, ასე გამოიყურებოდა: მუნიციპალიტეტის მერი – 3450 ლარი, პირველი მოადგილე – 2 400 ლარი; მერის მოადგილე – 2 300 ლარი, სამსახურების უფროსები – 2000 ლარი.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გოგიჩაიშვილის თქმით, მერს, მერის მოადგილესა და სამსახურების უფროსებს ხელფასები 700– 800 ლარით ემატებოდათ, რიგით თანამშრომლებს კი 20– 30 ლარით. საკრებულოს უმრავლესობამ, რომელიც ოპოზიციური პარტიებისგან შედგება, ამ საშტატო ნუსხას მხარი არ დაუჭირა.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2018 შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17.02.2018 ხვალიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

17.02.2018 შსს სამცხე–ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორებს განაახლებს

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულომ მერიას გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცა
ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს
ბორჯომის თვითმმართველობაში ამ წელს ხელფასები არ აუღიათ
ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა
ბორჯომში საშტატო ნუსხას და ხელფასების ოდენობებს ვერ ამტკიცებენ
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მესამედ გადაიდო
ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ