სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხის დირექტორი: 'წელს თანამშრომლების დამატება დაგვჭირდება'

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.01.2018
„ახალციხის ციხეზე“ მიმდინარე წელს კიდევ ერთი სალარო გაიხსნება, ამისთვის ადმინისტრაცია თანამშრომლების დამატებას გეგმავს.

ახალციხის ციხის დირექტორი: 'წელს თანამშრომლების დამატება დაგვჭირდება'

2018 წელს ახალციხის ციხის ზედა ტერიტორიაზე, კარიბჭის შესასვლელთან სალარო განთავსდება, მისი ფუნქციონირებისათვის კი ობიექტს მინიმუმ ორი თანამშრომლის დამატება დასჭირდება.

„აუცილებელი იქნება მოლარე, ასევე კონსულტანტი და ა.შ. თუმცა ეს საკითხი ახალციხის მერიასთან შეთანხმებით გადაწყდება“, – ამბობს ახალციხის ციხის დირექტორი ზაზა თამარაშვილი.

ციხის ზედა ტერიტორიაზე სალაროს დამატების აუცილებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა ადმინისტრაციამ სალაროს გაკეთება მიმდინარე წელს გადაწყვიტა.

„მთავარი პარკინგი ახალციხის ციხეს ზედა ტერიტორიაზე აქვს, იქ მისულ დამთვალიერებლებს კი ჩვენი თანამშრომლები უხსნიან, რომ ობიექტის ქვედა ნაწილში უნდა ჩავიდნენ და ბილეთი აიღონ. ზედა ტერიტორიაზე სალაროს დამატებით ამ უხერხულობას თავიდან ავიცილებთ, ასევე დამთვალიერებლს უკეთეს სერვისს შევთავაზებთ“, – ამბობს თამარაშვილი.

ციხის დირექტორმა სალაროს გახსნის, თანამშრომლების დამატებისა და ასევე 2018 წელს ობიექტზე განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ ყოვლეკვირეულ გადაცემაში „კვირის აქცენტში“ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხეს ამ დროისთვის 80 თანამშრომელი ჰყავს და მათ შორის ცხრა ხელშეკრულებითაა აყვანილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2018 ადიგენის ექვს სოფელში რიტუალების სახლების რეაბილიტაცია ვერ დასრულდა

20.02.2018 ორ წელიწადში ნინოწმინდაში სტუმრების გამასპინძლებაში 56 000 ლარი დახარჯეს

20.02.2018 ბორჯომმა 9.600 ლარი დახარჯა იმ მომსახურებაში, რაც თანამშრომლებს უნდა შეესრულებინათ

20.02.2018 ადიგენის გამგეობა 5 მანქანის ნაცვლად 11–ს იყენებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დათვალიერება ხვალ უფასო იქნება
ციხის ტერიტორიაზე დღეს ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც  გაიხსნება
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა
ახალციხის ციხეს ნარჩენებისგან ასუფთავებენ
ახალციხის ციხეში ”ბოიარდის ციხესიმაგრის”  ქართულ ვერსიას გადაიღებენ
'ახალციხის ციხეზე' ქვედა საპარკინგე ადგილი ჩაკეტეს
ახალციხის  ციხეზე საპირფარეშო ფასიანი გახდა