FM97.5 / LIVE

კრიმინალისტური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინეს

მთავარისიახლე, სამართალი 23.01.2018
სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ოთარ ტატალშვილს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო უფლებამოსილება შეუჩერეს.

კრიმინალისტური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინეს
სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ტატალშვილი ახალციხეში გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეამოწმეს. ტატალაშვილს გადამოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ტატალაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. მას 45–ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც შემდეგს გულისხმობს: უკანონო ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა, ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე.

„გენერალურმა ინსპექციამ სასამართლოს სწორედ ამ მიუხლით მიმართა და ტატალაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს“, – ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ოთარ ტატალაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს, სხვა დეტალებზე საუბარი კი არ სურს.

საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ამის გამო ამ დროისთვის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, გენერალური ინსპექციის დაასკვნის დაწერის შემდეგ კი, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უფლებამოსილება შუეწყდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს
ვალეში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
ქუთაისის აეროპორტში შსს–მ 16  შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
ნარკოტიკის უკანონო შეძენა–შენახვისთვის ორი პირი დააკავეს
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს მართვის უფლება ჩამოერთვა