სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციისას გათავისუფლებულები კომპენსაციას მიიღებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.01.2018
თანამშრომლები, რომლებიც ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შედეგად ვერ დასაქმდნენ კომპენსაციას მიიღებენ. ასეთი სულ 33 მოხელეა.

მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციისას გათავისუფლებულები კომპენსაციას მიიღებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მობილობის პროცესი დასრულების ეტაპზეა და მალე ის თანამშრომლები, რომლებიც ვერ დასაქმდნენ რეზერვში ჩაირიცხებიან. იმ მოხელეებს, რომლებისთვისაც პოზიცია არ შეუთავაზებით, კომპენსაციას სამი თვის ხელფასის ოდენობით მისცემენ, ხოლო მათ, ვინც შეთავაზებაზე უარი თქვეს ერთი თვის კომენსაციას აუნაზღაურებენ.

„რეზერვში ჩარიცხვის შემდეგ მოხდება კომპენსაციების გაცემა. დღეისათვის ცნობლია, რომ ერთ მოხელეს აქვს ნათქვამი უარი შეთავაზებულ პოზიციაზე, ამიტომ ის ერთი თვის კომპენსაციას მიიღებს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის უფროსი ევა იველაშვილი და ამატებს, რომ ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ოდენობის პრემიის გაცემა მოუხდებათ თვითმმართველობიდან.

ქალაქის და თემის გაერთიანების შემდეგ,სამსახურის გარეშე ახალციხის მერიასა და თემში 31, ხოლო საკრებულოებში ორი თანამშრომელი დარჩა. საკრებულოების ყოფილმა თანამშროლებმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

შეგეხსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული თანამშრომელები ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლა და ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა, შემდეგ კი მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ბათილად ცნო.

ადგილობივ თვითმმართელობაში აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დაწერილი ბრძანებები იმიტომ გაბათილდა, რომ უსამსახუროდ დარჩენილ მოხელეებს რეზერვში ჩარიცხვის საშუალება მისცემოდათ.

„ჩვენ უნდა შევთავაზოთ სხვა მუნიციპალიტეტებს მობილობაში ჩართული სუბიექტები, აქედან გამომდინარე, თუ რეზერვში ვერ ჩავრიცხავდით, ამ შანსს ვერ გამოიყენებდნენ“, – განაცხადა ევა იველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შტატით 140 თანამშრომელია, ხოლო ხელშეკრულებით 11.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შტატით 27 თანაშშრომელი ჰყავს, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილი ორი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

21.05.2018 სკოლის გამოსაშვები გამოცდები უცხო ენასა და ბიოლოგიაში ტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2018 თანამედროვე ხეხილის ნერგები ზიკილიიდან - BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

24.05.2018 ახალციხელი მძლეოსნები ჩემპიონატიდან 14 მედლით დაბრუნდნენ

23.05.2018 რაბათში კლასიკური მანქანების ავტორბოლა გაიმართება

23.05.2018 ‘მინაძის პური’- ახალი ბრენდი სამცხეში – BP და მისი პარტნიორები სოფლისთვის [R]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია 31 მოხელეზე 70 370 ლარამდე კომპენსაციას გასცემს
ახალციხის მერიამ თანამშრომლები ჯერ გაათავისუფლა, შემდეგ კი ბრძანებები ბათილად ცნო
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა  თანამშრომლებმა  სასამართლოში უჩივლეს
ახალციხის მერიის ყოფილი თანამშრომელი პრემიას და 12 დღის ხელფასს მიიღებს
240 განაცხადი 16 პოზიციისთვის – ახალციხის მერიაში კონკურსი მიმდინარეობს
ახალციხის მერიაში უსამსახუროდ 22 თანამშრომელი დარჩება
ახალციხის  მერიაში სამი პოზიცია ვაკანტური დარჩა