FM97.5 / LIVE

თინა გელაშვილმა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებიდან კანდიდატურა მოიხსნა

მთავარისიახლე, განათლება 23.01.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებში კანდიდატურა კიდევ ერთმა პროფესორმა, თინა გელაშვილმა მოიხსნა. რეგისტრირებული ექვსი კანდიდატიდან საბოლოოდ არჩევნებში მონაწილეობას ოთხი მიიღებს.

თინა გელაშვილმა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებიდან კანდიდატურა მოიხსნა
კანდიდატურის მოხსნის შესახებ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორმა თინა გელაშვილმა საარჩევნო კომისიას განცხადებით გუშინ, 22იანვარს დღის მეორე ნახევარში მიმართა. რექტორობის კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატის მერაბ ბერიძის შემდეგ გელაშვილი მეორე პროფესორია, რომლემაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოიხსნა.

„სადაც არა სჯობს გაცლა სჯობსო“, ნათქვამია. იქ სადაც პროფესიონალიზმი არაა ჯობია გაეცალო“, – ამბობს თინა გელაშვილი.

შეკითხვაზე, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი გელაშვილი გვპასუხობს: „ადამიანები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მე მიჭერდნენ ზემოდან მხარს. არადა არავინ შემიწუხებია, არც არავის შევუწუხებივარ. ბინძური თამაშები დაიწყეს, ამბობდნენ რომ "ნაცი" ვარ და ა.შ. არ იყო გუნდური მუშაობა, დაძაბული იყო ვითარება, ამიტომ ასე ვარჩიე“.

ბოლო რექტორის არჩევნებში, რომელიც უნივერსიტეტში 2017 წლის ივლისში გაიმართა, მონაწილეობას მხოლოდ ორი კანდიდატი, თინა გელაშვილი და მერაბ ბერიძე იღებდა. თუმცა, ბერიძემ ორი გელაშვილმა კი ერთი ხმა მიიღო, შესაბამისად რექტორის პოზიცია ვერცერთმა მათგანმა ვერ დაიკავა. მიუხედავად ამისა, ორივე პროფესორმა გამარჯვებისთვის ბრძოლა 2018 წლის არჩევნებზეც გადაწყვიტა, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ორივე მათგანმა კანდიდატურა მოიხსნა. შეკითხვაზე, ხომარ განხორციელდა რაიმე ტიპის ზეწოლა გელაშვილმა გვიპასუხა, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

ისევე როგორც ბერიძე, გელაშვილიც უნივერსიტეტში აკადემიურ პოზიციაზე რჩება: „ევროპის 60 უნივერსიტეტთან მაქვს კონტაქტი და მინდოდა, რომ ეს კავშირები რექტორის პოზიციაზე უნივერსიტეტის სასარგებლოდ გამომეყენებინა, მაგრამ ჩემთვის თანამდებობა მთავარი არაა“.

თინა გელაშვილი აკადემიური საბჭოს წევრია და ამბობს, რომ ერთ–ერთ კანდიდატს მხარს აუცილებლად დაუჭერს: „მოვისმენ მათ პროგრამებს და არჩევანს ამის მიხედვით გავაკეთებ“.

რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში 31 იანვარს გაიმართება. აკადემიური საბჭო რექტორს ოთხი კანდიდატიდან შეარჩევს. ეს კანდიდატები არიან: მაკა ბერიძე, გიორგი მესხი, ცისკარა ზარანდია და რევაზ ზედგინიძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

05.11.2018 რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2018 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

12.11.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა

11.11.2018 ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]

11.11.2018 აწყურთან ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
რექტორის არჩევნებამდე სამი საათით ადრე, გიორგი მესხმა კანდიდატურა მოიხსნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
რექტორის არჩევნებამდე ორი საათით ადრე კანდიდატურა რეზო ზედგინიძემაც მოიხსნა
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კონკურენტულ არჩევნებს ელიან