სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

აბასთუმანში თერმულ წყლებთან დაკავშირებულ დავაში მესამე პირი ერთვება

მთავარისიახლე, სამართალი 23.01.2018
აბასთუმანში თერმული წყლების ერთ–ერთი ჭაბურღილის არაკანონიერად გამოყენების საქმეზე, სასამართლო დავა გრძელდება. მოსარჩელე საქმეში წიაღისეულის ეროვნული სააგენტოს ჩართვას ითხოვს.

აბასთუმანში თერმულ წყლებთან დაკავშირებულ დავაში მესამე პირი ერთვება
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, აბასთუმნის თერმულ წყლებზე ჩანიშნული სხდომა გადაიდო. მოსარჩელე მხარე, თერმული წყლების მფლობელი შპს „სამეფო აბასთუმანი“, რომელიც ადგილობრივ ბიზნესმენს გენადი ენდელაძეს ერთ–ერთი ჭაბურღილის არაკანონიერად სარგებლობაში ადანაშაულებს, საქმეში მესამე პირის ჩართვას ითხოვს. მესამე პირი კი გარემოს ეროვნული სააგენტოა, რომელმაც მხარის მტკიცებით საქმის მნიშვნელოვანი დეტალები უნდა გაარკვიოს.

შპს „სამეფო აბასთუმანმა“ ამის შესახებ გარემოს ეროვნულ საგენტოს წერილობით აცნობა კიდეც, თუმცა სასამართლოში გამართულ სხდომაზე როგორც გაირკვა, მთავრობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად აღნიშნული სააგენტოს ნაცვლად წიაღისეულის ეროვნული სააგენტო ჩამოყალიბდა. ახლადჩამოყალიბებული უწყება კი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მის საქმეში მესამე პირად ჩართვისთვის კი მოსარჩელემ სასამართლოში დრო ითხოვა.

შეგახსენებთ, რომ შპს „სამეფო აბასთუმნმა“ სასამართლოში სარჩელი, ადგილობრივი ბიზნესმენის გენადი ენდელაძის წინააღმდეგ შეიტანა, რომლის მიხედვითაც, გენადი ენდელაძის საკუთრებაში არსებული საოჯახო სასტუმროს ტერიტორიაზე, თერმული წყლების N2 ჭაბურღილის დათმობას და მოსაკრებლის 6 000 ლარის ოდენობით გადახდას ითხოვს, რადგანკომპანია მიიჩნევს, რომ ენდელაძე ჭაბურღილს არაკანონიერად იყენებს და მოსაკრებელიც მისი გადასახდელია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.05.2018 სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა

24.05.2018 რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში

22.05.2018 დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს

21.05.2018 უცხო ენა და ბიოლოგია – რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2018 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში

25.05.2018 მოსწავლეების წერილები ახალციხელ ჯარისკაცს ავღანეთში

25.05.2018 ‘Off Road’ – ექსტრემალური სპორტის მოყვარულები ახალციხიდან [Photo/Video]

25.05.2018 მოსწავლეებმა პოლიციის ფორმებით სამმართველოს ეზოში ღონისძიება გამართეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

თერმული წყლების საქმეზე მოდავე მხარეებმა სასამართლოში მტკიცებულებები წარადგინეს
აბასთუმნის თერმული წყლების დავაზე მხარეები მორიგდნენ
სასამართლო დავა აბასთუმნის თერმულ წყლებზე
აბასთუმნის თერმული წყლების დავაზე  მხარეები შესაძლოა მორიგდნენ
აბასთუმნის სკოლაზე დავა გრძელდება – მესაკუთრე სასმართლოში მეორედ ჩივის
აბასთუმნის სკოლის საქმეზე  სასამართლომ  სარჩელი არ დააკმაყოფილა
აბასთუმნის სკოლიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების გამოსახლებას ითხოვენ