მერს 3500 ლარი, მოადგილეს 2550 – ახალციხის თვითმმართველობაში ხელფასები გაიზარდა »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მერს 3500 ლარი, მოადგილეს 2550 – ახალციხის თვითმმართველობაში ხელფასები გაიზარდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.01.2018
ახალციხის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ხელფასი 3500 ლარი ექნებათ (დარიცხვით). ანაზღაურება თვითმმართველობის სხვა თანამშრომლებსაც მოემატათ, მაგრამ, არა ისე საგრძნობად, როგორც პირველ პირებს.

მერს 3500 ლარი, მოადგილეს 2550 – ახალციხის თვითმმართველობაში ხელფასები გაიზარდა

თანამშრომლებისთვის შრომითი ანაზღაურების მომატების შესახევ საკრებულოს დეპუტატებმა დღვანდელ, 22 იანვრის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილება ყველას შეეხო გარდა სამსახურების უფროსების, რადგან მათ ხელფასები დეკემბერში გაეზარდათ.

საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, რიგითი თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება 120 ლარიდან 200 ლარამდე გაიზარდა. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ გაზრდილი ხელფასების შემდეგ 2018 წელს პრემია–დანამატები მერიასა და საკრებულოში აღარ გაიცემა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შტატით 140 თანამშრომელია, ხოლო ხელშეკრულებით 11. ცვლილებების შედეგად მათი ხელფასები (დარიცხვით) ასე გადანაწილდა:

მერიის შტატიანი თანამშრომლები

მერი – 3 500 ლარი;

მერის პირველი მოადგილე – 2 550 ლარი;

მერის მოადგილე – 2 050 ლარი;

ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის უფროსი –1 700 ლარი;

საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი –1 500 ლარი;

ეკონომიკური სამსახურის უფროსი – 1 500 ლარი;

სახელმწიფო შესწყიდვების სამსახურის უფროსი – 1 500 ლარი;

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი – 1 700 ლარი;

განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი – 1 500 ლარი;

შიდა აუდიტისა და ინსპექირების სამსახურის უფროსი – 1 500 ლარი;

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი – 1 700 ლარი;

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი – 1 500 ლარი;

განყოფილების ხელმძღვანეელების ხელფასი 1 000 ლარით განისაზღვრა. თუმცა ცვლილება არ შეხებია ორ განყოფილებას. ესენია პროექტების მართვის განყოფილება და მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილება. მათ უფროსებს უფროსებს 1 400–1 400 ლარი აქვთ;

პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი– 800 ლარია;

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი – 700 ლარია;

განსხვავებულია მერის წარმომადგელნების ხელფასებიც. ახალციხეში მერის წარმომადგენლის ხელფასი 1 300 ლარია, ხოლო სოფელში მერის წარმომადგენლის ხელფასი 1 200 ლარი.

გარდა აღნიშნულისა, ქალაქში მერის წარმომდგენლებს ასისტენტები არ ჰყავთ, ხოლო სოფლებში მათი ასისტენტების ხელფასები ასეთია:
მერის წარმომადგენლის მეორე კატოგორიის უმცროსი სპეციალისტი 750 – 850 ლარი;

მერის წარმომადგენლის მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – 650 ლარი;

მერიაში ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები:

მერის თანაშემწე – 1 400 ლარი;

მერის მდივან–რეფერენტი – 800 ლარი;

მერის მოადგილის მდივან–რეფერანტი – 800 ლარი;

მერის პირადი მძღოლი – 1 100 ლარი;

მერის მორიგე მძღოლი – 850 ლარი;

მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურულ საკითხებში – 1 400 ლარი;

ინფრომაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1 200 ლარი;

სპეცტექნიკის ოპერატორი – 60 ლარი დღიური;

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შტატით 27 თანაშშრომელი ყავს, ხოლო ხელშეკრულებით აყვანილი ორი.

ცვლილებების შემდეგ საკრებულოში შტატიანი თანამშრომლების ხელფასები ასე განისაზღვრა:

საკრებულოს თავმჯდომარე – 3 500 ლარი;

თავმჯდომარის მოადგილე – 2 150 ლარი;

კომისიის თავმჯდომარე – 1 500 ლარი;

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 1 000 ლარი;

საკრებულოს აპარატის უფროსი – 1 500 ლარი;

განყოფილების უფროსი – 1 000 ლარი;

პირველი კატეგორიის უფორსი სპეციალისტი – 800 ლარი;

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 700 ლარი;

საკრებულოში ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები:

კონსულტანტი – სამანდანტო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიაში – 1 400 ლარი;

დამხმარე სპეციალისტი –საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში – 700 ლარი;

მერიასა და საკრებულოში ხელფასების ზრდას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

„მაღალი თანმადებობის პირებს ძალიან ემატებათ ხელფასი და ამის წინააღმდეგი ვართ. გარდა ამისა დასახლებების მიხედვით განსხვავებაა მერის წარმომადგენლების ხელფასებშიც. სხვა ბევრი პრობლემაა მუნიციპალიტეტში, დღეს კი სხდომა მხოლოდ ხელფასების მატებისთვის ჩაატარეს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ გელა დემეტრაძე.

ახალი საშტატო ნუსხით ქალაქში მერის წარმომადგელნების ხელფასები 1 300 ლარია, ხოლო სოფლის წარმომადგენლების 1 200 ლარი. განსხვავება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ ასე განმარტა: „ფაქტობრივად მოსახლეობა თანაბარია თემსა და ქალაქში. ქალაქში გვყავს ოთხი წარმომადგენელი და სოფლებში მეტი, ქალაქის წარმომადგენლებს უფრო მეტი შრომა დასჭირდებათ ვიდრე სოფლის წარმომადგენელს. გარდა ამისა სოფლის წარმომადგენლებს თანაშემწეებიც ჰყავთ".

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

02.08.2018 დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2018 ახალციხის მერიამ 10 წარმატებულ სტუდენტს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა

12.08.2018 ფერების შოუ ახალციხეში [photos\video]

12.08.2018 ახალციხეში ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა

12.08.2018 ახალციხის ტბაზე სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ
ახალციხის საკრებულომ ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ახალციხის მერიამ 63 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
ახალქალაქის მერია თანამშრომლებს 18 პოზიციაზე შეარჩევს
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში განცხადებების მიღება სრულდება
ასპინძის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა