FM97.5 / LIVE

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს

მთავარიპოლიტიკა 22.05.2012
გთვაზობთ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, რომელიც მან საქართველოს პრეზოდენტს პარლამეტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გაუგზავნა

ბიძინა ივანიშვილის  ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს
საბოლოო, მე–3 მოსმენით, დღეს პარლამენტმა ის საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობას უზრუნველყოფს. კანონპროექტს 111-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. გთავაზობთ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, რომელიც მან საქართველოს პრეზოდენტს პარლამეტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ გაუგზავნა.

1. საქართველოს პარლამენტმა ამა წლის 22 მაისს მიიღო კონსტიტუციური ცვლილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ეძლევათ ქვეყნის პარლამენტში არჩევის და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება. მე დღემდე იმედს ვიტოვებდი და საჯაროდაც ვაცხადებდი, რომ ეს უგუნური გადაწყვეტილება საბოლოოდ არ იქნებოდა მიღებული, მაგრამ მორჩილმა საპარლამენტო უმრავლესობამ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და მორჩილად აუწია მას ხელი. ამასთანავე, თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები კონსტიტუციური ცვლილებების მიზნად ასახელებენ ჩემთვის არჩევნებში მონაწილეობის საშუალების მოცემას, ხოლო მიზეზად - თქვენ მიერ ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობის ხელახლა მისაღებად ჩემ მიერ თითქოსდა არასწორი გზის არჩევას.

2. გასაგებია, რომ თქვენ იძულებული ხართ ანგარიში გაუწიოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისა და საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის ერთსულოვან მოთხოვნას - მომცეთ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. მაგრამ თქვენ ვერ მოახერხეთ ჩადენილი შეცდომის (მოქალაქეობის ჩამორთმევა) გამოსწორება ცივილიზებული, კანონიერი და ღირსეული გზით (ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მონიჭება) და ახალ, გაცილებით მძიმე შეცდომას უშვებთ. ამ ცვლილებების მიხედვით, თუ პირს, რომელიც ერთდროულად ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეცაა და საქართველოს მოქალაქეც, არ შეუძლია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ხოლო თუ იგივე პირი უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე, მაშინ მას შეუძლია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამგვარი აბსრუდი, მართლაც რომ, პირველია მსოფლიოში...

3. მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ვიმეორებ, რომ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილება არის სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედება, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ მოიპოვება. მეტიც, იგი თავისი სამართლებრივი არსით და პოლიტიკური კონტექსტით სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია. კონსტიტუცია მართლაც ერთი პირისთვის და ერთი პირის გამო იცვლება, მაგრამ ეს ერთი პირი ვარ არა მე, არამედ ხართ თქვენ - სწორედ თქვენს პოლიტიკურ შიშებს შეეწირა ჩემი მოქალაქეობა და ახლა უკვე ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტი და პრესტიჟი ეწირება თქვენსავე ბავშვურ ახირებას და პროპაგანდისტულ ხრიკებს.

4. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ უკანონოდ ჩამომართვით საქართველოს მოქალაქეობა, შემდეგ უკანონოდ მითხარით უარი ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მონიჭებაზე და ახლა ჩემი სარჩელების განხილვის გაჭიანურებით არ მაძლევთ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოსთვის დროულად მიმართვის საშუალებას, მე არ ვაპირებ ჩემი პოლიტიკური უფლებები კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის ფასად მოვიპოვო. მე და ჩემი გუნდის წევრებს პოლიტიკური უფლებები სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დამყარებისთვის გვესაჭიროება და არა პირიქით.

5. ამიტომ, მოგმართავთ, არ მოაწეროთ ხელი კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამით თქვენ გადაარჩენთ ქვეყნის პრესტიჟს და მის კონსტიტუციურ ფუნდამენტს, რომელიც შეუდარებლად მაღალი ღირებულებაა, ვიდრე თქვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ძალის აწმყო თუ მომავალი, ერთად აღებული. ამასთანავე, მე არ ვაპირებ ახირებაში გაგეჯიბროთ და მზად ვარ მოგცეთ დაშვებული შეცდომების გამოსწორების კიდევ ერთი საშუალება - ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მოგმართოთ ისეთი განცხადებით, რომელზეც თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ.

6. თუ არ გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და უარს არ იტყვით კონსტიტუციურ ცვლილებებზე, მაშინ მე:


a. არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე, არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში; b. გავაგრძელებ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის - მირჩევნია, კანონის ზღვარზე ვიარო, ვიდრე თქვენთან ერთად გავიდე ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ სივრცეში; გ. ყველა კონსტიტუციურ გზას გამოვიყენებ პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის და საბოლოოდ მაინც შევასრულებ ქართველი ხალხისათვის მიცემულ ყველა დანაპირებს.

7. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ, თქვენი გუნდის წევრები და თქვენი მრჩევლები მოუხმობთ კეთილგონიერებას და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ეს გადაწყვეტილებები მე არ მჭირდება, ქვეყანას სჭირდება.

[Sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

09.11.2019 ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტის განცხადება ორმაგ მოქალაქეობაზე
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა
სალომე ზურაბიშვილი: უცხო ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას არ უნდა იწვევდეს
პრეზიდენტი მზად არის 10 000-ზე მეტ პირს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნოს
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
‘საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’ კანონში ცვლილება შევიდა