FM97.5 / LIVE

ანსამბლი „მესხეთი“ გარემონტებულ პირველ სკოლაში დაბრუნდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.01.2018
ახალციხის პირველ სკოლაში გადასვლის შემდეგ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მეცადინეობები სპორტ დარბაზში განაახლა, ახალი სასწავლო წლიდან კი იმ დარბაზში ბრუნდება, სადაც ანსამბლი რემონტის დაწყებამდე ცეკვავდა.

ანსამბლი „მესხეთი“ გარემონტებულ პირველ სკოლაში დაბრუნდა
პირველ საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "მესხეთი" ახალი სასწვლო წლიდან მეცადინეობებს იმ დარბაზში განაახლებს, რომელშიც მეცადინეობებს რემონტის დაწყებამდე ატარებდა. ამის შესახებ ანსამბლის ხელმძღვანელი სკოლის ადმინისტრაციასთან უკვე შეთანხმდა.

„დირექტორთან უკვე მოვილაპარაკეთ და ისევ იმ დარბაზში ვიცეკვებთ, ოღონდ ახლა სამინისტროდან აუდიტს ველოდებით, მან უნდა დაგვიდგინოს დარბაზის ქირის ოდენობა“, – ამბობს ანსამბლ „მესხეთის“ ხელმძღვანელი ლევან ქიმერიძე.

დარბაზი რომელშიც ანსამბლმა რეპეტიციები უნდა განაახლოს, საკონფერენციოდაა მოწყობილი. ამიტომ აქ რეპეტიციები სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებული განრიგით დაიგეგმება.

„ჯერ გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, აუდიტს ველოდებით, ჩამოვლენ, აღწერენ ყველაფერს, შეაფასებენ და ამის შემდეგ გვეცოდინება ყველაფერი“, – ამბობს ახალციხის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.

დარბაზის ქირის საკითხის გაურკვევლობის გამო, ჯერ არც რეპეტიციების განრიგია შედგენილი.

შეგახსენებთ, რომ ანსამბლი „მესხეთი“ ოთხი ათეული წელია რაც პირველ სკოლასთან არსებობს. პირველ სკოლაში კი მისთვის დარბაზის გამოყოფის საკითხი ჯერ კიდევ 2016 წელს დადგა, როდესაც სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

„ანსამბლ“ მესხეთს 300–მდე მოსწავლე ჰყავს. იმის გამო, რომ პირველ საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მას სამი დარბაზის გამოცვლა მოუწია. „მესხეთი“ ჯერ მესამე საჯარო სკოლის სპორტდარბაზში იყო, შემდეგ თეატრის შენობაში, თუმცა აქაც სარემონტო სამუშაოების გამო იძულებული გახდა შენობა დაეტოვებინა. ბოლოს კი მეცადინეობები რესტორან „ტყუპების“ ნაქირავებ დარბაზში მიმდინარეობდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს
გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს
პირველ სკოლაში საცეკვაო დარბაზის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება
ანსამბლ ‘მესხეთის’ მოცეკვავეებს მეცადინეობისთვის გამოცვლა ეზოში უხდებათ
რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები
ახალციხის  პირველ სკოლას საცეკვაო დარბაზი და სასადილო არ ექნება
პირველი სკოლა სწავლის დაწყებას მესამე სკოლაში იზეიმებს