სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სერვერის დაწვის გამო სტუდენტები გამოცდებს ხელახლა აბარებენ

მთავარისიახლე, განათლება 22.01.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ვერცერთი ელექტრონული გამოცდის შედეგების აღდგენა ვერ მოხერხდა, ამიტომ სტუდენტები გამოცდებს ხელახლა აბარებენ, თუმცა, არა ელექტრონული, არამედ წერილობითი ფორმით.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სერვერის დაწვის გამო სტუდენტები გამოცდებს ხელახლა აბარებენ

დღეს, 22 იანვარს დილიდან სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის სტუდენტებმა გამოცდების ჩაბარება ახალი განრიგით დაიწყეს. ის რაც ელექტრონულად უკვე ჩააბარეს, ახლა წერილობით აბარებენ. უნივერსიტეტში რვა იანვრიდან 15 იანვრამდე ჩაბარებული ვერცერთი გამოცდის შედეგების აღდგენა ვერ მოხერხდა.

„შაბათი–კვირაც მუშაობდნენ ჩვენი საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები, მაგრამ ვერაფერი გადაარჩინეს. ამიტომ გამოცდების ახალი ცხრილი შევადგინეთ. ის ტესტები, რაც ელექტორნულად ბარდებოდა, ამოვბეჭდეთ და სტუდენტებს 30 კითხვაზე პასუხის გასაცემად იგივე დრო, ნახევარი საათი აქვთ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ნიკო ახალკაცი.

მისივე თქმით, თუ რომელიმე სტუდენტი გამოცდაში ჩაიჭრება, მას ჩვეულებრივ მეორედ გასვლის უფლება ისევ ექნება.

უნივერსიტეტში გამოცდები შაბათს, 27 იანვარს დასრულდება.

„მომავალი გამოცდებისთვის კი ის რაც ელექტრონულად ჩაბარდება, დაზღვევის მიზნით ე.წ. გარე მეხსიერებაზეც ჩაიწერება. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მსგასვი ტექნიკური პრობლემა აღარ შეიქმნას“, – აცხადებს ახალკაცი.

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტში სერვერი 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში გადაიწვა და ამ დროისთვის 30 კომპიუტერზე მიმდინარე ელექტრონული გამოცდა შეწყდა. უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარება სტუდენტებმა რვა იანვარს დაწყეს. ამ დღიდან 15 იანვრამდე გამოცდები ელექტრონულად მხოლოდ ბაკალავრიატის 1200–მდე სტუდენტს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ყველა გამოცდა ყველა სტუდენტს ჯერ გავლილი არ ჰქონდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

13.02.2018 სოფელ დვირში საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

15.02.2018 ახალციხეს ის გერბი ექნება, რომელიც მუნიციპალიტეტს გაყოფამდე ჰქონდა

15.02.2018 ბაკურიანი 'სკი კროსში' საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცდების შედეგები წაიშალა
ჩაჭრილი სტუდენტების ბედი
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილები დარჩა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტატუსი 29 სტუდენტს შეუჩერდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში საახალწლო არდადეგები 28 დეკემბერს იწყება
უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მობილობისთვის რეგისტრაცია დაიწყო