FM97.5 / LIVE

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები შეამოწმა

მთავარისიახლე, სამართალი 20.01.2018
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლი სულ 74 ობიექტზე განხორციელდა, გამოვლენილი დარღვევების გამო 46 მათგანი დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტები შეამოწმა
თბილისის და სამცე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების ინსპექტორებმა, როტაციის პრინციპით ბორჯომში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში სასტუმროების, რესტორნების და კაფე-ბარების კვების ბლოკებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება, შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. შემოწმების პარალელურად, გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც.

ბიზნესოპერატორებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ, მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები.

მომხმარებლის ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საჯარო ადგილებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების კვების ბლოკების შემოწმებას სისტემატურად ატარებენ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის გააქტიურების შესახებ 2017 წლის მაისში გაფორმდა და უწყებებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას, ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.

[sknews.ge]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ბორჯომსა და ბაკურიანში 33 კვების ობიექტი დააჯარიმეს
სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს
ახალციხეში სურსათის სააგენტომ ექვსი სკოლა შეამოწმა
სურსათის სააგენტომ ახალციხის პირველი სკოლის სასადილო შეამოწმა
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს
მთავრობის გადაწყვეტილებით კვების ობიექტები  ე.წ მიწოდების სერვისზე გადავლენ
სამცხე-ჯავახეთის ბავშვთა სკოლა-პანსიონის კვების ბლოკში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა