FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულომ მერიას გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.01.2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მერიას წარდგენილი საშტატო ნუსხა, რომელიც თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მატებასაც ითვალისწინებდა, არ დაუმტკიცეს.

ბორჯომის საკრებულომ მერიას გაზრდილი ხელფასები არ დაუმტკიცა

ბორჯომის მერიის საშტატო ნუსხაზე საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, გუშინ, 18 იანვარს იმსჯელეს. სხდომას „ქართული ოცნება“ არც ამჯერად დასწრებია.

„გთხოვთ მოიწვიოთ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა კანონით დადგენილ ვადებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის საშტატო განრიგის დამტკიცების მიზნით“, – ამ ტექსტით და ხელფასის განსაზღვრული ოდენობით, ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ საკრებულოს 16 იანვარს მიმართა.

ხელფასის განსაზღვრული ოდენობები ასე გამოიყურებოდა: მუნიციპალიტეტის მერი – 3450 ლარი, პირველი მოადგილე – 2 400 ლარი; მერის მოადგილე – 2 300 ლარი, სამსახურების უფროსები – 2000 ლარი.

საკრებულოს უმრავლესობამ, რომელიც ოპოზიციური პარტიებისგან შედგება, ამ საშტატო ნუსხას მხარი არ დაუჭირა და ძველ, 2017 წლის საშტატო ნუსხას უყარა კენჭი. 2017 წლის 16 ივნისის დადგენილებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგო 2650 ლარია, მისი მოადგილის 2000, სამსახურის უფროსების კი 1550 ლარი.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ის თანხა, რაც გაზრდილ ხელფასებს სჭირდებოდა, სხვა საკითხებს მოხმარდება.

„ეს თანხა ბორჯომელების სამედიცინო გამოკვლევებისა და მათთთვის მედიკამენტების შესაძენად რომ გამოვიყენოთ, უფრო მნიშვნელოვანია“, – განაცხადეს სხდომაზე დეპუტატებმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა განმარტა, რომ ხელფასების მატებაზე ფიქრი კარგია, თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა სხვა პრობლემები მოგვარებულია: „მივესალმებით ხელფასების მატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოემატება რიგით თანამშრომლებს. იმით, რაც მათ წარმოადგინეს, მერს, მერის მოადგილესა და სამსახურების უფროსებს ემატებოდაათ 700– 800 ლარით, რიგით თანამშრომლებს კი 20– 30 ლარი“.

საკრებულოს გუშინდელ სხდომას არც ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია დასწრებია. მის ნაცვლად ბიუჯეტში შესატან ცვილებებზე მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა მაია პაიჭაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2017 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელფასო ფონდი 1 290 200 ლარს შეადგენდა, ხოლო 2018 წელს ეს თანხა 1 350 000 ლარამდე გაიზარდა.

„გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 60 000 ლარის დამატებას ითხოვდა მერია, აქედან 25 000 ლარი იმ თანამშრომლის ხელფასს უნდა მოხმარებოდა, რომელიც ორი სამსახურის: იურიდიული და აუდიტის სამსახურების გაყოფის შემდეგ დავამატებთ. ფაქტობრივად 35 000 ლარის დამატება გვიწევდა ხელფასებზე. ეს ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა ფინანსთა სამინისტროსთან“, – განმარტა მაია პაიჭაძემ.

მიუხედავად აღნიშნულისა, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხოლოდ სამსახურების გაყოფას დაუჭირეს მხარი, ხოლო ხელფასების გაზრდას არა.

განსხვავებით მერიისგან, დეპუტატებმა დადებითად გადაწყვიტეს საკრებულოს დაფინანსების 17 000 ლარით გაზრდა. გადაწყვეტილება ასე განმარტეს: „ეს თანხა გვჭირდება ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების ხელფასების გასაცემად. სახლიდან ხომ არ მოვიტანთ ამ ხალხის ხელფასს?!"

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.03.2020 რომის პაპმა წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა

28.03.2020 1.1 მილიონი დოლარი საქართველოს ამერიკისგან

28.03.2020 რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

28.03.2020 მძღოლებისათვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერიაში იანვრის ხელფასები ვერ გასცეს
რამდენი ლარით იზრდება სახელფასო ფონდი ბორჯომის მერიაში
ბორჯომის საკრებულომ მერიის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა
ბორჯომში საკრებულოს სხდომა 9 მარტს გაიმართება
ბორჯომის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად ისევ გაზრდილი ხელფასები წარუდგინა
ბორჯომში მერიის ხელფასების დასამტკიცებლად საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს ელიან
ბორჯომის მერიის ხელფასებზე საკრებულო 31 იანვარს იმსჯელებს