სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცდების შედეგები წაიშალა

მთავარისიახლე, განათლება 19.01.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის ასობით სტუდენტს შესაძლოა გმოცდების ჩაბარება ხელახლა მოუხდეს, – სასწავლებელში სერვერი გადაიწვა, რის გამოც, ექვსი დღის განმავლობაში ჩაბარებული ყველა ელექტრონული გამოცდის შედეგი წაიშალა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცდების შედეგები წაიშალა

იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა თორნიკე ზაზაძემ ექვსი გამოცდა ელექტრონულად ჩააბარა. თუმცა, ინფორმატიკის, აკადემიური წერის, სამართლის შესავლის, სამართლის ისტორიის, ფილოსოფიისა და ინგლისურის ჩაბარება, დიდი ალბათობით, ხელახლა მოუხდება.

„ექვსი დღე ძალიან ვნერვიულობდით ყველა ის სტუდენტი, ვისაც სტიპენდიაზე პრეტენზია გვაქვს. ყველა გამოცდაში A შეფასება მივიღე, მაგრამ როცა მოვრჩი გამოცდების ჩაბარებას, ჯგუფელებმა მითხრეს, რომ სერვერი დამწვარა და ეს ინფორმაცია არ შენახულა“, – ამბობს თორნიკე და ამატებს, რომ სტრესის გამო ხელახლა გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში ისევ მაღალი ქულების მიღება გაუჭირდება.

ზაზაძის მსგავსად, გრამატიკა, აკადემიური წერა და ინგლისური ენის გამოცდა ელექტრონულად ჩააბარა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა მარგალიტა კოჩალიძემ. მეოთხე გამოცდის ჩასაბარებლად მისულს კი უთხრეს, რომ ტექნიკური პრობლემა იყო, რის გამოც ჩაბარებული გამოცდების შედეგები წაიშალა: „ძალიან ცუდია რაც მოხდა, იმედია აღადგნენ. ყველა გამოცდაზე გასვლის წინ ძალიან ვნერვიულობ“.

ქართული ფილოლოგიის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტს თათია მეხრიშვილს ელექტრონულად მხოლოდ ორი, ტოპონიმიკისა და ლინგვისტიკის გამოცდის შედეგი წაეშალა: „მესამე გამოცდაზე რომ მივედით, გვითხრეს ტექნიკური პრობლემა შეიქმნა და ჯერ არ ვიცით გამოცდების გაგრძელება როდის იქნება შესაძლებელიო“.

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტი თამარ თუმანიშვილი გარდა სამი ჩაბარებული გამოცდის შედეგების წაშლისა, სასწავლებელში არაინფორმირებულობაზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ მათ დადასტურებულად არავინ ეუბნება რა მოხდა: „ელექტრონულ ბაზაში ჩემი შედეგები ვნახე, ეს ყველაფერი გამოცდის ჩაბარების შემდეგ ჩანდა, მერე რა მოხდა არ ვიცი და არც გვიხსნიან“.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცდების შედეგები წაიშალა

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სერვერი 15 იანვარს, დღის მეორე ნახევარში გადაიწვა და ამ დროისთვის 30 კომპიუტერზე მიმდინარე ელექტრონული გამოცდა შეწყდა.

„ბუნებრივია, მაშინვე მივხვდით როგორც კი დაიწვა, რადგან პროგრამა გაჩერდა. გარდა იმ სერვერისა, რომელიც გაფუჭდა, დაზღვევის მიზნით ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში სხვა „ვინჩესტერზეც“ ინახებოდა, ის „ვინჩესტერი“ არ დაზიანებულა, მაგრამ არ ვიცით რა მოხდა, ინფორმაცია აღარც იქ აღარაა, ყველაფერი წაიშალა. ეს წმინდა ტექნიკური პრობლემაა“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ნიკო ახალკაცი.

მისი თქმით, გადარჩენილ მეხსიერების ბარათზე უნივერსიტეტის თანამშრომლები ინფორმაციის აღდგენას მესამე დღეა ცდილობენ: „31 დეკემბრის ჩათვლით რაც გვქონდა ბაზა გაკეთებული, ანუ ამ შემთხვევაში ტესტებს ვგულისხმობ, ყველაფერი გადმოტანილია, მაგრამ ამ ავარიის შემდეგ შედეგები წაიშალა. შესაძლოა, ნაწილი აღდგეს, თუმცა ჯერ არ ვიცით ეს რა ნაწილი შეიძლება იყო. ვისი გამოცდის შედეგებიც აღდგება, გამოცდას ხელახლა აღარ ჩააბარებს“.

უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარება სტუდენტებმა რვა იანვარს დაწყეს. ამ დღიდან 15 იანვრამდე გამოცდები ელექტრონულად მხოლოდ ბაკალავრიატის 1200–მდე სტუდენტს უნდა ჩაებარებინა, თუმცა ყველა გამოცდა ყველა სტუდენტს ჯერ გავლილი არ ჰქონდა.

„გამოცდების დიდი ნაწილი იურიდიული, ასევე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებმა ჩააბარეს. ორშაბათიდან აღდგება ელექტრონულად გამოცდების ჩაბარება. ყველა გვყავს დაბარებული, ისიც ვინც ჩააბარა და მონაცემი წაეშალა და ისიც, ვისაც ჯერ გამოცდა არ ჩაუბარებია“, – ამბობს ახალკაცი.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემა 2012 წელს დაინერგა. სასწავლებელში ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა არასდროს შექმნილა. უნივერსიტეტი, როგორც მისი ხელმძღვანელი პირები ამბობენ, მსოფლიოში აპრობირებულ „მუდლის“ პროგრამას იყენებს და ამ დრომდე პროგრამას არანაირი ხარვეზი ან შეფერხება არ ჰქონია.

მომხდარის შემდეგ სასწავლებელი დაზღვევის მიზნით გამოცდების შედეგების შესახებ ინფორმაციას გარდა სათადარიგო მეხსიერების ბარათისა, სტუდენტების პირად საქმეებშიც ასახავს.

„როგორც კი სტუდენტი მუდლის პროგრამაში მიიღებს ნიშანს, „ვინჩესტერთან“ ერთად ეს ინფორმაცია ავტომატურად სტუდენტის პირად საქმეშიც დაფიქსირდება“, – ამბობს ნიკოლოზ ახალკაცი.

ამ დროისთვის უნივერსიტეტში გამოცდები მხოლოდ ზეპირი და წერითი ფორმით ბარდება. სტუდენტები შედეგების აღდგენას ელიან. სასწავლებელში ამბობენ, რომ 22 იანვარს ეცოდინებათ რომელიმე მათგანის გამოცდების შედეგების აღდგენა მოხერხდა თუ ვერა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2018 შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17.02.2018 ხვალიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

17.02.2018 შსს სამცხე–ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორებს განაახლებს

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სერვერის დაწვის გამო სტუდენტები გამოცდებს ხელახლა აბარებენ
ჩაჭრილი სტუდენტების ბედი
შეცვლილი საგამოცდო სისტემა
დღეს მათემატიკის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა
ახალციხის სკოლებში გამოცდის შედეგები მოსწონთ
დღეს ქართულისა და  ქიმიის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება
დღეს, 12:00 საათზე ინგლისური ენის შედეგები გამოქვეყნდება