FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტის პრეს-კლუბში შშმ პირების პრობლემებზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 25.05.2013
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არსებული პრეს-კლუბის წევრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდნენ და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

უნივერსიტეტის პრეს-კლუბში შშმ პირების პრობლემებზე იმსჯელეს
უნივერსიტეტის პრეს-კლუბის წევრებმა სტუმრად არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყველა ყველასათვის” მოიწვია. აღნიშნული ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებზე მუშაობს. ორგანაზაციის წარმომადგენლებმა და პრეს-კლუბის წევრებმა იმ საკითხებზე იმსჯელეს, თუ რა პრობლემების წინაშე დგანან შშმ პირები და როგორ შეიძლება მოგვარდეს მათი პრობლემები.

”ჩვენ ხელმისაწვდომი გარემოს აუცილებლობაზე ვისაუბრეთ. ეს დიდი პრობლემაა და ვგეგმავთ ქმედითი აქციებით პროპაგანდა გავუწიოთ ამ პრობლემას. ვცდილობთ, რაიმე შევცვალოთ მათ ცხოვრებაში”, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ყველა ყველასათვის” აღმასრულებელი დირექტორი შორენა გაბოშვილი.

ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე შშმ პირის გელა ბარძიმაძის თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

”გვინდა მათ ვუთხრათ, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. მსგავსი შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს ხელს შეუწყობს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას”.

სტუდენტები ამბობენ, რომ ამ ადამიანებს აუცილებლად დაუდგებიან გვერდში.

”ჩვენ კარგად გვესმის მათი. ეს ადამიანები ჩვენს თანადგომას ყოველთვის იგრძნობენ”, - ამბობს პრეს-კლუბის წარმომადგენელი, ჟურნალისტიკის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი ნეკო მდივანი.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 33 მლნ ლარამდე დაიხარჯება

06.07.2020 საქართველოში ყირიმ-კონგოს 11 შემთხვევიდან 6 სამცხე-ჯავახეთშია აღრიცხული

06.07.2020 სპორტდარბაზები და საცურაო აუზები გაიხსნება

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

შშმ პირების მსვლელობა პროტესტის ნიშნად
შშმ პირები გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებენ
ახალგაზრდები და ადგილობრივი თვითმმართველობა
სამცხე–ჯავახეთში შშმ პირების მშობლებმა NGO დააარსეს
ახალციხეში შშმ პირებისთვის ადაპტირებული  გარემოს შექმნაზე იმსჯელეს
ახალციხეში შშმ პირების საარჩევნო პროცესებში ჩართულობაზე იმსჯელეს
უნივერსიტეტის დებატ-კლუბის პირველი დებატები