FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოში ‘ოცნება’ ფრაქციებს ვერ ქმნის

მთავარისიახლე, პოლიტიკა 18.01.2018
ბორჯომის საკრებულოში, ‘ქართული ოცნების’ დეპუტატებს, რომლებმაც ორი ახალი ფრაქციის შექმნის მიზნით, პარტიები შეიცვალეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ფრაქციების შექმნის შესაძლებლობა არ მისცეს.

ბორჯომის საკრებულოში ‘ოცნება’ ფრაქციებს ვერ ქმნის

დღეს, 18 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთ–ერთი საკითხი ფრაქციების დაფუძნების შესახებ განცხადებების განხილვა იყო. ბორჯომის საკრებულოში ფრაქციების შესაქმნელად, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, რომლებიც უმცირესობაში არიან, პარტიები შეიცვალეს. პარტია დატოვეს ანდრო გედიაშვილმა, ივანე შალუტაშვილმა და ოთარ არბოლიშვილმა. ანდრო გედიაშვილი „კოსერვატორებში“ გადავიდა ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი „მრეწველებში“.

წინა სხდომების მსგავსად, „ქართული ოცნების“ დეპუტატები სხდომას არც დღეს ესწრებოდნენ, ოპოზიციამ კი ახალი ფრაქციების შექმნას მხარი არ დაუჭირა.

„პარტია კი შეიცვალეს მაგრამ, მათ არჩევნებზე კენჭი „ქართული ოცნებიდან“ იყარეს და შემდეგ გადავიდნენ სხვა პარტიაში. ბლოკით რომ ეყარათ კენჭი, კიდევ შეიძლებოდა. კანონით ვალდებული არ ვართ, რომ დავურეგისტრიროთ, მიმართონ სასამართლოს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა.

„საკრებულომ იმსჯელა თვითმმართველობის კოდექსის 30–ე მუხლის მიხედვით, არ აკმაყოფილებს მოთხოვნას ეს ფრაქციები, ეს ემსახურება დაფინანსების ხელში ჩაგდებას. დაახლოებით 300 000 ლარი დაუჯდებოდა ამ ფრაქციების შენახვა ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტს და ამიტომ საკრებულოდან უარი მიიღეს“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი.

მმართველი გუნდის დეპუტატების განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კანონი დაარღვიეს.

„ყველა კანონს შეგნებულად აუარეს გვერდი და უკანონოდ გააკეთეს ყველაფერი, ამაზე აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი კანონის ფარგლებში. იმისათვის რომ ფრაქცია შეგვექმნა, ყველა პირობა დაცული გვაქვს“, – განაცხადა ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კვირკველიამ, რომელიც პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებოდა.

შეგახსენებთ, ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს აქვთ, „ქართული ოცნება“ კი ამ დრომდე საკრებულოში გამართული ხუთი სხდომიდან არცერთს დასწრებია. პირველი სხდომა „ოცნების“ დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და ოპოზიციის მიერ დაკომპლექტებული საკრებულოს ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. აქვე შეგახსენებთ, ბორჯომში, საკრებულოს თავმჯდომარეც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.03.2019 11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ

25.03.2019 ‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე

24.03.2019 სოციალური მუშაკები ახალციხში, ხვალიდან, 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან

24.03.2019 აბასთუმანის ტუბსაავადმყოფო ისე დაკეტეს, რომ ჯერ ახალი არ გაუხსნიათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ბორჯომში „ოცნების“ სამმა დეპუტატმა პარტია დატოვა
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები ორი ფრაქციის შექმნის მოთხოვნით სასამართლოში ჩივიან
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატების სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
გიორგი გოგიჩაიშვილი:‘საკრებულოში სადავო ფრაქციების შექმნაზე თანახმა ვარ’
სასამართლო ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვას იწყებს