FM97.5 / LIVE

ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 17.01.2018
ასპინძაში, ნიალას მთაში, 47 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ასპინძაში, მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გადაწყვეტილება ამის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნათია მერაბიშვილმა გამოიტანა.

სასამართლოში პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა იშუამდგომლა. მისი განცხადებით, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ამიტომ, თავისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში მისი მიმალვის საფრთხე არსებობს. გარდა ამისა, განზრახ მკვლელობის მუხლი თავისუფლების აღკვეთას შვიდადნ 15 წლამდე ითვალისწინებს და მოსალოდნელი სასჯელი შესაძლოა მიმალვის საფუძველი გახდეს.

„საქმეზე დასაკითხი არიან მოწმეები, რომლებიც ბრალდებულის ახლობლები და მეგობრები არიან, ამიტომ, შესაძლოა ბრალდებულმა ზემოქმედება მოახდინოს მათზე“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში ქომოშვილმა.

პატიმრობის შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატი ზაზა ზარიძე: „ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ დადგინდეს ნამდვილად ჩაიდინა თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ბრალად შერაცხული ქმედება, ამიტომ პატიმრობას ვეთანხმებით, თუმცა, ბრალდებულს მიმალვა არ უცდია, ის მის დროებით საცხოვრებელ სახლში დააკავეს“.

გაქცევა რომ არ უცდია, ამის შესახებ სასამართლო დარბაზში თავად ბრალდებულმაც განაცხადა: „დამალვა არ მიცდია, იქ მოვიდნენ და დამაკავეს“.

მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა, იმ არგუმენტით, რომ შესაძლოა მოსალოდნელი სასჯელის შიშით ბრალდებული მიიმალოს და ამის მცდელობა დაკავებამდეც იყო, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პროცესს, გარდა სამართალდამცავებისა, ბრალდებულის მშობლებიც ესწრებოდნენ, თუმცა მათ სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.

„ჩვენ იქ არ ვყოფილვართ და არ ვიცით რა მოხდა“, – გვითხრა ბრალდებულის დედამ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 14 იანვარს ასპინძაში, ნიალის მთაში მოხდა. ბარძაყის არეში დანით მიყენებული ჭრილობის შედეგად მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილოდ დაჭრეს. რა გახდა შელაპარაკების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.10.2018 ახალციხეში, სამი თვის წინ შეკეთებული ატრაქციონები დაზიანდა

18.10.2018 სეს–ი უარყოფს, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ახალციხეში ფაროსანა გავრცელდა [Video]

17.10.2018 ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარში ეტლი არ ეტევა

17.10.2018 ‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ – მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად  პატიმრობა შეუფარდეს
ყაჩაღობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს
ავარიის შედეგად გარდაცვლილის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ადიგენში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე თანხმობა განაცხადა
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს