FM97.5 / LIVE

ცოლის დაჭრაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

მთავარისიახლე, სამართალი 17.01.2018
ახალგაზრდა მამაკაცისთვის, რომელსაც ცოლის დაჭრისა და სიდედრის წამებისთვის, ახალციხის სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ადვოკატი სააპელაციო სასამართლოსგან სასჯელის შემცირებას ითხოვს.

ცოლის დაჭრაში მსჯავრდებულის განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

„არ იყო სწორი გადაწყვეტილება და იმედი გვაქვს, სააპელაციო სასამართლო ჩვენს მოთხოვნებს გაითვალისწინებს“, – ამბობს ა.გ.–ს ადვოკატი კახა მათოშვილი.

მიიღებს თუ არა სააპელაციო სასამართლო სარჩელს განხილვაში, ჯერ ცნობილი არ არის.

ახალციხეში მცხოვრებ ა.გ.–ს, რომელსაც პროკურატურა ცოლის დაჭრასა და სიდედრის ელექტროშოკით წამებაში სდებდა ბრალს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, განაჩენი 1 დეკემბერს გამოუტანა. მოსამართლემ ბრალდებულს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცოლის დაჭრაში ბრალდებულის საქმეს სასამართლო სამი თვის განმავლობაში იხილავდა.

ვიდრე პროცესები დასრულდებოდა, ა.გ.–ს ადვოკატი პროკურატურისაგან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ახალციხეში 2017 წლის 25 ივლისს მოხდა. ქმარმა ცოლი დაჭრა, სიდედრს კი ზურგის არეში ელექტროშოკი მიადო, აეროზოლი შეასხურა და ხელის კვრით წააქცია, რის შედეგადაც მიაყენა სხეულის დაზიანება. მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 118-ე მუხლის ასევე პირველი ნაწილით მიმდინარეობდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ცოლის დაჭრაში ბრალდებულს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ცოლის დაჭრაში მსჯავრდებულს სააპელაციომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა
ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო
ცოლის დაჭრაში ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ცოლის დაჭრაში ბრალდებული საპროცესო გარიგებას ითხოვს
ცოლის დაჭრაში ბრალდებულის პროცესი გადაიდო
პროკურატურა ახალციხეში მომხდარზე: მამაკაცმა სიდედრს ზურგზე ელექტროშოკი მიადო, ცოლი კი პისტოლეტით დაჭრა