FM97.5 / LIVE

NDI : მოსახლეობა არჩევნების პროცესს უმეტესად დადებითად აფასებს

მთავარისიახლე, არჩევნები 16.01.2018
NDI და CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობა ოქტომბერში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დადებითად აფასებს.

NDI : მოსახლეობა არჩევნების პროცესს  უმეტესად  დადებითად აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს კვლევის შედეგები დღეს, 16 იანვარს გამოქვეყნდა.

მოსახლეობის 66 პროცენტმა განაცხადა, რომ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ამავე მონაცემებით, ახალგაზრდა ამომრჩევლების მხოლოდ 51 პროცენტი წავიდა ხმის მისაცემად. მოსახლოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები იყო “უსაფრთხო” (93 პროცენტი), “მოწესრიგებული” (93 პროცენტი) და გარემო არ ყოფილა “შემავიწროვებელი/შემაშინებელი” (92 პროცენტი). უმრავლესობა ფიქრობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ “საშუალოდ” (40 პროცენტი) ან “კარგად” (42 პროცენტი) ჩაატარა არჩევნები. თუმცა, მოსახლეობის მესამედი (30 პროცენტი) არ არის დარწმუნებული, რომ ხმების დათვლის პროცესი სწორად წარიმართა. მოქალაქეების ასევე მესამედს მიაჩნია, რომ კანდიდატების მედია გაშუქება არათანაბარი იყო, ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ დაიხარჯა თანხა და საჯარო მოხელეები კამპანიებში მონაწილეობდნენ. აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია თბილისში.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბერი - 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

NDI:  60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ
NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
NDI: მხოლოდ 4% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
NDI:  მოქალაქეთა უმრავლესობას სურს პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩეოდეს
41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 12% - ძალიან ცუდად – NDI
NDI: 43% ეთანხმება ეკლესიისთვის ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის გამოყოფას
მერების მუშაობას ძალიან კარგად 2% აფასებს – NDI