FM97.5 / LIVE

ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში საკვამურში ცეცხლი გაჩნდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 15.01.2018
ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში ერთ–ერთი ჯგუფის საკვამურში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ინვენტარი დაზიანებულა. ადგილზე ორი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში საკვამურში ცეცხლი გაჩნდა
პირველ ბაგა–ბაღში ხანძარი დღეს, 15 იანვარს დაახლოებით, 11:15 საათზე გაჩნდა. იმ ჯგუფში, სადაც საკვამურს ცეცხლი მოედო, სასწავლო პროცესი შეწყდა.

როგორც ბაგა–ბაღის თანამშრომლები ამბობენ, ძლიერი კვამლი საკვამურის თავზე გამვლელმა შენიშნა. სახანძრო ჯგუფი კი ბაღის მენეჯერმა გამოიძახა.

„მხოლოდ ერთ საკვამურში გაჩნდა ცეცხლი, იმიტომ რომ ძველი და გასაწმენდი იყო, დანარჩენი საკვამურები ფანჯრებში გვაქვს გაკეთებული და ხანძრის საფრთხე არ არსებობს. ამასაც ფანჯარასთან გადავიტანთ“, – აცხადებს ბაგა–ბაღის მენეჯერი თამარ ქიმერიძე და ამატებს, რომ მომხდარის გამო შენობა არ დაკვამლიანებულა.

ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნანა ბერიძის თქმით, იმ ჯგუფში, სადაც სასწავლო პროცესი შეწყდა 32 ბავშვი სწავლობს: „ზოგი ბავშვი მეორე ჯგუფში გადავიყვანეთ, ზოგიც მშობლებმა წაიყვანეს. ხვალიდან სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ განახლდება“.

ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში საკვამურში ცეცხლი გაჩნდა

ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში საკვამურში ცეცხლი გაჩნდა

ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში საკვამურში ცეცხლი გაჩნდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის  სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება
ახალციხის ორ ბაღში სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან განახლდება
ახალციხეში ნათენაძის ქუჩაზე სახლის საკვამურში ცეცხლი გაჩნდა
საახალწლო ზეიმი ახალციხის N4 ბაგა–ბაღში, უფროსების ჯგუფში [Photo]
საახალწლო ზეიმი ახალციხის N6 ბაგა–ბაღში, უფროსების ჯგუფში [Photo]
ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა