სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ბაკურიანში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 13.01.2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზამთრის საკურორტო სეზონზე შექმნილი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილა. ზურაბ ალავიძის განმარტებით, საახალწლო პერიოდში, ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობას, ბაკურიანი მოუმზადებელი დახვდა.

ბაკურიანში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

ზამთრის საკურორტო სეზონზე შექმნილი პრობლემების შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბაკურიანში საგანგებო თათბირი გამართა.

ზურაბ ალავიძემ მხარის გუბერნატორთან, ბორჯომის მერთან და მთის კურორტების განვითრების კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, განიხილა პარკირების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხები. თათბირს საპატრულო პოლიციისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

მინისტრის განცხადებით, დაიგეგმა ყველა ის გასატარებელი ღონისძიება, რომ ტურისტებს კომფორტულად შეძლონ დასვენება.

"დღევანდელ შეხვედრისას კომპლექსურად განვიხილეთ არსებული პრობლემები, რომელიც ტურისტების უპრეცენდენტო ნაკადის გამო შეიქმნა. გამომდინარე აქედან, შესაბამის სამსახურებთან ერთად, გატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება უახლოეს პერიოდში. მოხდება პარკინგების გაფართოება და მოწესრიგება, ასევე გაკეთდება დამატებითი გზები, რომ ვიზიტორებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება. ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, ბაკურიანში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

[sknews.ge]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას 5 მილიონი ლარი მოხმარდება
ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის ახალი საბაგიროები დამონტაჟდება
ბაკურიანში სახანძრო  აშენდა
ბორჯომში კულტურის სახლი გარემონტდა

ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა
ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობა გახსნეს
რა ჯდება კვება ბაკურიანში [video]