FM97.5 / LIVE

TDI – იმ ადიგენის მერიას სასამართლო პროცესი მოუგო

მთავარისიახლე, სამართალი 12.01.2018
ადიგენის მერიის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა TDI– ის სარჩელი დააკმაყოფილა.

TDI – იმ  ადიგენის მერიას  სასამართლო პროცესი მოუგო
დღეს, 12 დეკემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ადიგენის მერიის წინააღმდეგ TDI– ის დაწყებული სასამართლო პროცესი დასრულდა. ადიგენის გამგეობას დაევალა „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტს“ მიაწოდოს სრული ინფორმაცია, გაიცა თუ არა მშენებლობის ნებართვა მოხეში მშენებარე მეჩეთთან დაკავშირებით.

„ადიგენის მერიამ ორჯერ გაუგზავნა მიმართვა TDI– ის, თუმცა გაიცა თუ არა ნებართვა მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით არ ეწერა. მერიას დაევალა სრული ინფორმაცია მიაწოდოს ორგანიზაციას“, – განაცხადა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს მოსარჩელე მხარე არ დასწრებია. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტმა, რომელიც სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენდა, კომეტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა“ (TDI) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სოფელ მოხეში მშენებარე ახალი მეჩეთის თაობაზე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის, მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სამართალწარმოების მასალები, თუმცა ორგანიზაციამ აღნიშნული ინფორმაცია სრულად ვერ მიიღო.

„ახალი მეჩეთის მშენებლობა უნდა მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში, რათა საფრთხე არ შეექმნეს მომავალში არც მეჩეთს და არც მლოცველებს. TDI–ი გააგრძელებს ადვოკატირებას, რომ ძველი სადავო შენობა დაუბრუნდეს მუსლიმ თემს, ის ფაქტი, რომ ახალი მეჩეთი შენდება არ უშლის ხელს ძველის დაბრუნებას“, – განაცხადა სატელეფონო საუბარში TDI–ის იურისტმა გვანცა ლომაიამ.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადიგენის მერიის  წინააღმდეგ TDI– ის საჩივარს სასამართლო რვა იანვარს განიხილავს
ადიგენის მერიის წინააღმდეგ TDI– ის საჩივარის განხილვა დასრულდა
ადიგენის გამგეობას TDI სასამართლოში უჩივის
ახალციხის სასამართლოში ადიგენის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესი დაიწყო
მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო
მუფთის განცხადებას ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემაზე ადიგენის ახალი საკრებულო განიხილავს
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა