სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

მთავარისიახლე, სამართალი 11.01.2018
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ცემასთან დაკავშირებით, საპროცესო შეთანხმებაზე, ბრალდებულებსა და დაცვის მხარეს შორის მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

დღეს, 11 იანვარს ახალციხის რაიონულ სასამართლოში „ნაციონალების“ აქტივისტის ცემის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას ხუთივე ბრალდებული ესწრებოდა ,თუმცა პროცესზე მოსვლა ვერ შეძლეს დაზარალებულებმა.

მხარეებს შორის საპროცესო გარიგებაზე მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია, თუმცა რადგან დაზარალებულებმა სამსახურეობივი მოვალეობის შესრულების გამო პროცესზე მოსვლა ვერ შეძლეს, სხდომის გადადება გახდა საჭირო.

მორიგი სასამართლო პროცესი 29 იანვარს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მიმდინარე წლის 16 ივლისს სოფელ ურავლის ტყეში მოხდა. ბეგლარ კაპანაძის ნაამბობის მიხედვით, იგი მამასთან და შვილთან ერთად მთიდან ბრუნდებოდა, როდესაც სამი მანქანით გზა გადაუკეტეს და პოლიტიკური მოტივით – არჩევნებზე რატომ იყავი „ნაციონალების“ მხარესო, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბეგლარ კაპანაძის ოჯახის წევრების ცემის საქმეზე, პროკურატურამ პასუხისგებაში ხუთი პირი მისცა გრიგოლ რუხაძე, ნოდარ კურტანიძე, ზაზა გელაძე, გიორგი ლონდარიძე და დავით სამსონიძე. ხუთივე მათგანი სხვადასხვა დროს ახალციხის მერიაში, ან მერიას დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობდა, ორი ახლაც მუშაობს. ხუთივე მათგანი სასამართლომ, 3 აგვისტოს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს
„ნაციონალების“ ყოფილი კოორდინატორი საჯარო მოხელეებს ცემაში ადანაშაულებს
საქმეზე, რომელშიც სამმართველოს უფროსის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებენ, საპროცესო ფორმდება
მესამედ გადადებული საპროცესო შეთანხმება
საია „ნაციონალების“ ყოფილ  კოორდინატორზე თავდასხმის ფაქტს სწავლობს