სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

აშშ-ის საელჩომ მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.01.2018
დღეს, 10 იანვარს ახალციხეში ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის კონკურსზე ისაუბრეს.სიახლეები არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო სფეროს და მედიის წარმომადგენლებს პროგრამების მენეჯერმა სოფო ბზიშვილმა გააცნო.

აშშ-ის საელჩომ მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა

მსურველებს განაცხადის შეტანა 31 იანვრის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგრანტო პროექტების მაქსიმალური ბიუჯეტი 50,000 აშშ დოლარს შეადგენს.

"ვესაუბრეთ პროგრამის შესახებ.მივეცით რეკომენდაციები თუ როგორ უნდა იქნეს შედგენილი წარმატებული პროექტი, რა უნდა გათვალისწინონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რა სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ ჩვენ როდესაც განვიხილავთ შემოსულ პროექტებს", – განაცხადა ამერიკის საელჩოს გრანტების პროგრამების მენეჯერმა სოფო ბზიშვილმა.

საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლიათ საქართველოში მოღვაწე არაკომერციულ, არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ შემდეგ ინციატივებს: სამოქალაქო ჩართულობა, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი მმართველობა, ეკონომიკური ზრდა, კანონის უზენაესობა.

სამოქალაქო ჩართულობა (კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში; თანაბარი შესაძლებლობები და ქალთა ჩართულობის გაძლიერება; უმცირესობების სოციალური ინტეგრაცია; ლიდერობის განათლება; დემოკრატიული პრაქტიკისა და პრინციპების განვითარების ხელშეწყობა, ა.შ.)

ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი მმართველობა (სტრატეგიული დაგეგმარება და კომუნიკაციები; სამოქალაქო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერება, ანტიკორუფციული კამპანიები, ტრენინგები, ა.შ.)

ეკონომიკური ზრდა (რეგულაცია და ბიზნესპრაქტიკა; მეწარმეობა; ტურიზმის განვითარება, ა.შ.)

დამოუკიდებელი მედიის განვითარება უფრო ინფორმირებული და ჩართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის (ჟურნალისტიკის ფაკულტეტების/მედია სკოლების გაძლიერება, მედია წიგნიერება და მედიის ადვოკატირება, მედიის გამჭვირვალობა, ონლაინ მედია; ჟურნალისტიკური ეთიკის ხელშეწყობა, ა.შ.)

კანონის უზენაესობა (კრიმინალური სამართლისა და საკანონმდებლო სააგენტოების პროფესიული განვითარება; საზოგადოების წვდომა გავრცელებულ სამართლებრივ საკითხებზე; საჯარო მომსახურეობის ხელშეწყობა საკანონდმებლო ინსტუტებსა და სააგენტოებში; კანონის
უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებული სხვა საკითხები).

აშშ-ის საელჩომ მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.01.2018 მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

17.01.2018 კლინიკა ‘იმედში’ ახალი სამშობიარო სახლი გაიხსნა

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

აშშ–ს საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
აშშ–ს  საელჩოს შეთავაზება მედია, არასამთავრობო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს
აშშ-ს საელჩოს 2014 წლის საგრანტო კონკურსი
ახალციხის არასამთავრობოებს აშშ–ს საგრანტო კონკურსს გააცნობენ
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
“რეგიონის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია”