სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

შს მინისტრის მოადგილე: ნარკოპოლიტიკა საჭიროებს მოწესრიგებას

მთავარისიახლე, სამართალი 09.01.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ნარკოპოლიტიკის თემაზე ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ნარკოპოლიტიკა კომპლექსური თემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

შს მინისტრის მოადგილე: ნარკოპოლიტიკა საჭიროებს მოწესრიგებას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ნარკოდანაშაულის არსებული სტატისტიკა და ფაქტები ცალსახად მიუთითებს, რომ ამ პრობლემის მოგვარების დროში გახანგრძლივება რეალობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნარკოპოლიტიკა კომპლექსური თემაა, რომელიც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ნარკოპოლიტიკა არ არის მხოლოდ დაჭერა/არ დაჭერა. ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ბალანსს ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისების აღკვეთას შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქიმიური ნარკოტიკების გაზრდილი მოხმარება და ე.წ. "ბიოსგან" გამოწვეული ზიანი, რაც სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. „ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მძიმე ნარკოტიკებთან ბრძოლა ჩვენთვის პრიორიტეტია", - აღნიშნა მან.

ნინო ჯავახაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიქმნა ახალი რეალობა, რაც, ფაქტობრივად, მარიხუანის ნაწილში დეკრიმინალიზაციას გულისხმობს.

"როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შეიქმნა ახალი რეალობა, რაც ფაქტობრივად გულისხმობს მარიხუანას ნაწილში დეკრიმინალიზაციას. შესაბამისად, ეს სფერო საჭიროებს შესაბამის საკანონდებლო მოწესრიგებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ნარკოპოლიტიკის მოწესრიგების საკითხებზე, რომლის საბოლოო მიზანია ეს პოლიტიკა გახდეს უფრო ეფექტიანი. ამ საკითხზე, მომდევნო დღეებში შინაგან საქმეთა მინისტრი დამატებით განცხადებას გააკეთებს",- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.


[sknews.ge]


13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

04.04.2018 პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.04.2018 როგორია ფერომონების შედეგები საქართველოს რეგიონებში

18.04.2018 'მესხეთი' დავით ყიფიანის თასის თამაშებს გამოეთიშა

18.04.2018 ‘დედაენის კვირეული’ მეშვიდე სკოლაში

17.04.2018 ვალეში წყლით მომარაგება აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ნარკოპოლიტიკა – დისკუსია ახალციხეში
გიორგი გახარია: უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის
შს მინისტრმა ორი მოადგილის შტატი გააუქმა
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება
შს მინისტრი ‘ნაციონალებს’ 21 მარტს მაქსიმალურ კომფორტს ჰპირდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტოპარკის განახლებას იწყებს
კრიმინალისტური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინეს