FM97.5 / LIVE

დაზიანებული შადრევანი ძველით ჩაანაცვლეს [Photo]

მთავარიეკონომიკა 23.05.2013
რატომ დაიდგა ძველი შადრევანი შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე და აპირებს თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება ახალი შადრევნის დამონტაჟებას

დაზიანებული შადრევანი ძველით ჩაანაცვლეს [Photo]
ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის პირდაპირ მდგარი შადრევანი დაახლოებით ორი კვირის წინ დაზიანდა. დაზიანების მიზეზს ადგილობრივ თვითმმართველობაში ვერ აკონკრეტებენ.

- ”რამდენიმე დღის წინ გადმონგრეული დაგვხვდა, ვიდეო კამერების მიერ არ არის დაფიქსირებული, რომ ვინმემ გააფუჭა”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამეგბლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გოჩა პარუნაშვილი.

რამდენიმე დღის წინ დაზიანებული შადრევანი ადგილობრივმა თვითმმართველობამ სხვა შადრევნით ჩაანაცვლა, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი დგას, ამ ადგილას არსებულ სკვერში იყო დამონტაჟებული.

- ”ის შადრევანი ისევ ძველით ჩავანაცვლეთ, რომელიც ერთ-ერთი სკვერიდან იყო აღებული და შენახული გვქონდა, ცოტა გვერდი აქვს ჩამომტვრეული, მაგრამ შევაკეთებთ. ახლის საყიდლად ბიუჯეტიდან თანხას ვერ გამოვყობთ. წინა მთავრობის მსგავსად ჩვენ ფასადებში დიდ თანხებს ვერ დავხარჯავთ, ჩვენ ფასადური მთავრობა არა ვართ”, - ამბობს გოჩა პარუნაშვილი.

მისივე თქმით, შადრევნის ყიდვის ნაცვლად ადგილობრივ ხელისუფლებას ურჩევნია თანხა გაჭირვებული ადამიანების დახმარებას მოახმაროს.



[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 ახალციხის ციხეზე რძის ფესტივალი ‘იდეების გამოფენა’ გაიმართა

16.10.2018 ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე იჩეხება

16.10.2018 უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე


დღის ფოტო:  შადრევანი ახალციხის ცენტრში [Photo]
შადრევანი 'გრაფიკით' [Photo]
დაბინძურებული წყლით სავსე შადრევანი აბასთუმანში [Photo]
ახალციხის ტბაზე შადრევანი ამუშავდა
ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები აღარ მუშაობს
ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ