FM97.5 / LIVE

საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში [Photo]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 07.01.2018
შობის დილას ტრადიციულად ახალციხის ქუჩებში ალილოს მსვლელობა დაწიყო; მასში მონაწილეობას სასულიერო პირები, მრევლი და ბავშვები იღებენ.

საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში [Photo]
საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში თამარაშვილის ქუჩიდან დაწიყო. საზეიმო მსვლელობას ივლიტის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზი იოანე გელაშვილი უძღვება. მასთან ერთად მგალობლები, თოვლის ბაბუა და ბავშვები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს გაივლიან.

„გზადაგზა ვინც რას გვაძლევს ვაგროვებთ, ზოგი პროდუქტს, ზოგი სათამაშოებს, ზოგი ტანსაცმელს ზოგიც კი ფულს წირავს“, – ამბობს დეკანოზი იოანე.

ალილოს მსვლელობის მონაწილეები საჩუქრებს თავადაც არიგებენ. თოვლის ბაბუა ხალხს ჯვრებს, სანთლებსა და ხატებს ჩუქნის.
ყოველ წელს ალილოში ახალციხის ადგილობრივი თივთმმართველობაც ერთვება. ქალაქის ადმინისტრაციულ შენობასთან ურემი ტკბილეულით, სხვადასხვა პროდუქტებითა და ტანსაცმლით იტვირთება.

„თანამშრომლები ყოველ წელს ალილოსთვის ვაგროვებთ შესაწირს და მსვლელობაში მონაწილეობას ვიღებთ. ბიუჯეტიდან ამისთვის არაფერი იხარჯება“, – გვითხრეს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგროვილ საჩუქრებს ალილოს მონაწილეები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მიიტანენ.

როგორც დეკანოზი იოანე ამბობს, ალილოს მსვლელობა ახალციხეში მეთორმეტე წელია რაც იმართება. საქართველოში კი ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს.

საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში [Photo]

საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში [Photo]

საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში [Photo]

საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში [Photo]

საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში [Photo]

საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში [Photo]

საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში [Photo]

საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში [Photo]

საშობაო ალილოს მსვლელობა ახალციხეში [Photo]

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

06.12.2018 სკოლებში აგვისტოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

04.12.2018 საფეხური: რა უპირატესობით სარგებლობენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები [R]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2018 ‘სახლებს წვავდნენ და თან სელფებს იღებდნენ’ – რა მოხდა ფოკაში მკვლელობამდე და მკვლელობის შემდეგ

09.12.2018 სარაგბო კლუბმა ‘ტაომ’ ქუთაისის ‘ბაგრატი’ დაამარცხა

09.12.2018 ახალციხის პირველი საჯარო სკოლა ‘მხიარულ სტარტებში’ საქართველოს ჩემპიონია

09.12.2018 10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინიდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

საშობაო ალილო ახალციხეში [Photo]
ახალციხეში ალილოს მსვლელობა მოეწყო
46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის - მერიამ ტენდერი გამოაცხადა
ალილო ახალციხეში[Photo]
ბორჯომში, საახალწლო ღონისძიებისთვის ტენდერი 22.445 ლარზე გამოაცხადეს
რა იგეგმება 31 დეკემბერს ახალციხეში
აწყურის ღვთისმშობლის ხატით საზეიმო მსვლელობა გაიმართება