FM97.5 / LIVE

ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება

მთავარისაზოგადოება 23.05.2013
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალციხეში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართება
26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებიც დილის 10:00 საათიდან დაიწყება და საღამოს 21:00 საათზე საქართველოს ჰიმნის შესრულებით დამთავრდება.

10:00 საათიდან ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე სხვადასხვა შეჯიბრებები გაიმართება. ახალციხის სასპორტო სკოლაში კი მხიარული სტარტები მოეწყობა.

დღის 12 საათზე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე წიგნებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენაა დაგეგმილი. გამოფენის პარალელურად კი ღვინის ფესტივალი გაიმართება. 12 საათზე ასევე ადმინისტრაციულ შენობასთან გარბენი, ხოლო თამარაშვილის ქუჩაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა.

13:00 საათზე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ჭადრაკის ჩემპიონატი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა და ასფალტზე ხატვაა დაგეგმილი. 19:00 საათამდე ძირითადად სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ჩატრადება შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭიდაობასა და მინი ფეხბურთში. ასევე დაგეგმილია სამეჯლისო ცეკვებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი. 20:00 საათისთვის კი თბილისიდან მოწვეული მომღერლების კონცერტი გაიმართება. კონცერტზე თამრიკო ჭოხონელიძე და თეატრალური უნივერსიტეტის ”კვარტეტი” იმღერებს. დღის დასასრულს საქართველოს ჰიმნი შესრულდება.

ღონისძიებების ორგანიზატორი ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ახალციხის ციხის ადმინისტრაციაა.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

‘ახალციხელობის’ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
დამოუკიდებლობის 100 წლისთავი – ახალციხეში დაგეგმილი ღონისძიებები
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
რა იგეგმება 26 მაისს ახალციხეში
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამცხე–ჯავახეთში
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
30 აგვისტოს ბორჯომში 'ბორჯომქალაქობას' იზეიმებენ