FM97.5 / LIVE

ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა არა საკულტო ნაგებობა, არამედ საყოფაცხოვრებო დანიშნულების იყო“

მთავარისაზოგადოება 05.01.2018
ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ მიერ „სამხრეთის კარიბჭესთვის“ მოწოდებული ინფორმაცია, იმის შესახებ რომ ახალციხის არქივის ეზოში აღმოჩენილი შენობა საკულტო ნაგებობა იყო არასწორია და საბოლოოდ დადგინდა, რომ აქ ტრადიციული მესხური საცხოვრებელი იყო.

ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა არა საკულტო ნაგებობა, არამედ საყოფაცხოვრებო დანიშნულების იყო“
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ რომ მათ მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაცია ახალციხის არქივის ეზოში აღმოჩენის შესახებ ნაჩქარევი იყო.

„გაირკვა, რომ აქ არც მეჩეთი და არც ეკლესია არ ყოფილა, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობა, ტრადიციული მესხური საცხოვრისი იყო“, – გვითხრეს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

აღმოჩენილ შენობაზე ჩატარებული კვლევის შემდეგ დაწერილი ანგარიშის მიხედვით, რომელსაც ხელს სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური ფონდის მცველი ჯუმბერ ჩოხელი აწერს, აღმოჩენილი შენობის თითქმის ნახევარი არქივის შენობის ქვეშაა მოქცეული:„შემორჩენილი კედლების ნაწილი თითქმის საძირკვლამდეა დანგრეული, ამიტომ კონკრეტული დანიშნულების გარკვევა ძნელია, თუმცა, მოპოვებული მწირი ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესწავლილი ნაგებობა შესაძლებელია გამოყენებული ყოფილიყო, როგორც საყოფაცხოვრებო“.

კვლევის ავტორი არ გამორიცხავს, რომ აქ სამხედრო, ან თუნდაც რელიგიური დანიშნულების ობიექტიც ყოფილიყო.

შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია რომ ეს რელიგიური დანიშნულების ობიექტი მეჩეთი ყოფილიყო, რომლის ნანგრევებზეც ტაძარი აშენდა, ჩოხელი გვპასუხობს:
„გადაჭრით თქმა ძალიან ძნელია, მანდ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ძნელად დგინდება მისი დანიშნულება“.

მისივე ანგარიშის მიხედვით, ახალციხის არქივის გაფართოების მიზნით ჩატარებული მიწის სამუშაოების დროს აღმოჩენილი ნაგებობის ადგილზე მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში განთავსებული იყო კინოგაქირავება და გაზკანტორა: ,,მალევე ეს შენობა დამწვარა და არქივის მშენებლობის დროს, როგორც ჩანს, სრულიად დაუნგრევიათ. არსებობს 1961 წლის ფოტო, თუმცა, ამ ფოტოზე შემორჩენილი შენობის ფორმა არ ემთხვევა აღმოჩენილი ნაგებობის საძირკველს“.

შეგახსენებთ, რომ აღმოჩენილი ნაგებობა სავარაუდოდ მე–18–მე–19 საუკუნით თარიღდება. ათ მეტრზე მეტი სიგრძის კედლები კი ახალციხის არქივის ეზოში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას აღმოაჩინეს. აქ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერის მიხედვით სამცხე–ჯავახეთის არქივისთვის ახალი შენობა შენდებოდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.08.2020 სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

14.08.2020 განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2020 რუსთაველის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს

13.08.2020 ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება – გახარია

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

სად აშენდება სამცხე–ჯავახეთის არქივის შენობა
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა მეჩეთის ნანგრევია და ზედ ეკლესიაა დაშენებული“
ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას,  მე–18–მე–19  საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს
არქივის ეზოში აღმოჩენილ კედლის ნაშთებს შემინავენ
არქივის ეზოში აღმოჩენის გამო შეჩერებული მშენებლობა არ განახლებულა
არქივი ძველ ნასახლარზე აშენდება
ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა შუა საუკუნეების დარანია