სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ასპინძაში იმ ააიპ–ების ხელმძღვანელები შეცვალეს, რომლებიც მხარს ყოფილ გამგებელს უჭერდნენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.01.2018
ასპინძაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასა და კეთილმოწყობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ყავს. ორივე ააიპ–ის ყოფილი უფროსები არჩევნებში მხარს ყოფილ გამგებელსა და მერობის კანდიდატს ლევან ცაბაძეს უჭერდნენ.

ასპინძაში იმ  ააიპ–ების ხელმძღვანელები შეცვალეს, რომლებიც მხარს ყოფილ გამგებელს უჭერდნენ
ასპინძაში ააიპ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ახალი დირექტორი ელისო ბექაური და ააიპ კეთილმოწყობის სამსახურის ახლადანიშნული ხელმძღვანელი ნოდარ გვარამაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებას დეკემბრის შუა რიცხვებიდან შეუდგნენ.

ყოფილ ხელმძღვანელებს კი როგორც ისინი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებენ უთხრეს რომ სამსახური უნდა დაეტოვებინათ. ამის შემდეგ კი გათავისულფების შესახებ განცხადებები თავად დაწერეს.

„თვითმმართველობის არჩევნებზე მხარს ახლანდელ მერს როსტომ მაგრაქველიძეს არ ვუჭერდი. ამიტომ პირველ დეკემბერს მითხრეს, რომ განცხადება უნდა დამეწერა და წავსულიყავი, ათში წამოვედი კიდეც. მიზეზი არ უთქვამთ, მაგრამ რა მიხვედრა უნდოდა, მაგითი მხარდამჭერი არ ვიყავი და გამომიშვებს“, – ამბობს ააიპ კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი ნუგზარ ელიზბარაშვილი.

ნუგზარ ელიზბარაშვილი და ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი ნანა ტივაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მაშინდელ გამგებელსა და მერობის კანდიდატს ლევან ცაბაძეს უჭერდნენ მხარს. მაშინ ორივე მათგანმა ხელი იმ სიაში მოაწერა, რომელიც საოლქო კომისიაში შესატანად იმისთვის გროვდებოდა, რომ ცაბაძეს როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს კენჭისყრა შეძლებოდა.

მაშინ ტივაძე აცხადებდა, რომ ხელმოწერების დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია ბაღების თანამშრომლებს თავად მიაწოდა: „ვიღაცას ხომ უნდა მიეწოდებინა მათთვის ინფორმაცია. ვისაც სურვილი ჰქონდა ხელმოწერის, მივიდა და მოაწერა, ვისაც არა, არ მოსულა“.

დღეს კი ტივაძემ მისი გათავისუფლების შესახებ საუბარი არ ისურვა: „ამაზე ლაპარაკი არ მინდა“, – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.

ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე ამბობს, რომ ორივე ააიპ–ის ხელმძღვანელმა წასვლის შესახებ განცხადებები საკუთარი ინიციატივით დაწერა: „მე არ ვიცი ელიზბარაშვილი რას ამბობს, ორივემ თვითონ დაწერა განცხადება და წავიდა. ამ სამსახურებს ხომ ვერ გავაჩერებდი და მაშინვე დავუნიშნეთ ახალი ხელმძღვანელები. ელიზბარაშვილს მგონი რაღაცა პრობლემები ჰქონდა და მაგიტომაც წავიდა“,–ამბობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

ნანა ტივაძეც და ნუგზარ ელიზბარაშვილიც ააიპ–ების ხელმძღვანელებად ოთხი წელი მუშაობდნენ.
ასპინძის მუნიციპალიტეტში სულ ერთი შპს და 10 ააიპ ფუნქციონირებს, თუმცა ამ ეტაპზე გარდა ორი ააიპისა სხვებში საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ახალი დირექტორი ელისო ბექაური, აქამდე ასპინძის სამუსიკო სკოლაში მუშაობდა. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ გვარამაძე კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

დაიბარა თუ არა ასპინძის გამგებელმა ხელმოწერებისთვის  ააიპ–ების თანამშრომლები
მერია ააიპ–ების თანამშრომლებს  ხელფასებს უზრდის
ახალციხის მუნიციპალიტეტში ოთხი ააიპ და ერთი შპს დარჩება
გაერთიანებული ბაღების ყოფილი ხელმძღვანელი მერიაში დაასაქმეს
საბავშვო ბაღებში საკადრო ცვლილებები იგეგმება
„მრავალეროვანმა საქართველომ“ ასპინძის გამგებელს ცესკოში უჩივლა
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა