სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა მეჩეთის ნანგრევია და ზედ ეკლესიაა დაშენებული“

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.01.2018
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალციხის არქივის ეზოში აღმოჩენილი შენობა მეჩეთი იყო, მის ნანგრევზე კი ეკლესიაა დაშენებული;

ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა მეჩეთის ნანგრევია და ზედ ეკლესიაა დაშენებული“
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ ახალციხის არქივის ეზოში აღმოჩენილი შენობის შეწავლა დაასრულა.

„არქეოლოგმა დასკვნა 30 დეკემბერს გადმოგვიგზავნა. სრული სურათი უკვე გვაქვს, მის მიხედვით ამ ადგილზე მეჩეთი იყო აშენებული, შემდეგ უკვე დაშლილი მეჩეთის ადგილზე ეკლესიაა აშენებული“, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნაშთის კონსერვაცია მოხდება და ის საპრეზენტაციოდ მინის ქვეშ მოექცევა: "თვალსაჩინოების მიზნით ზემოდან მინით დაიფარება, ამის შესახებ მშენებელს დაველაპარაკებით, რომ იქ გარკვეული კორექტირება შეიტანონ და ეს არქეოლოგიური ნაშთი ხელუხლებელი დატოვონ“.

რაც შეეხება აღმოჩენის შესახებ დეტალურ ინფომრაციას ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამის შესახებ დასკვნას გადმოგვიგზავნიან.

შეგახსენებთ, რომ აღმოჩენილი ნაგებობა სავარაუდოდ მე–18–მე–19 საუკუნით თარიღდება. ათ მეტრზე მეტი სიგრძის კედლები კი ახალციხის არქივის ეზოში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას აღმოაჩინეს. აქ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერის მიხედვით სამცხე–ჯავახეთის არქივისთვის ახალი შენობა შენდებოდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სად აშენდება სამცხე–ჯავახეთის არქივის შენობა
ეროვნული სააგენტო: „ახალციხეში აღმოჩენილი შენობა არა საკულტო ნაგებობა, არამედ საყოფაცხოვრებო დანიშნულების იყო“
ახალციხის არქივის ეზოს გათხრისას,  მე–18–მე–19  საუკუნის შენობის კედლები აღმოაჩინეს
მოხეს სადავო შენობას  ‘სადავო საკულტო ნაგებობის’ სტატუსი მიენიჭება
აწყვიტაში გადათხრილი  საფლავების  საქმეს  ეროვნული  სააგენტო სწავლობს
მოხეში ახალი მეჩეთი აშენდება
ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს შეთახმება აწყვიტის დაზიანებულ სამარხებზე