სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიას ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლოში უჩივლეს

მთავარისიახლე, სამართალი 05.01.2018
ახალციხის მერიის წინააღმდეგ ორმა ყოფილმა თანამშრომლემა სასამართლოში საჩივარი შეიტანა; მათი მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურებაა;

ახალციხის მერიას ყოფილმა  თანამშრომლებმა  სასამართლოში უჩივლეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კადრების და წერილების საკითხებში, ყოფილი უფროსი სპეციალისტი ეკა ტატალაშვილი და ახალციხის მერიაში საორგანიზაციო საკითხების ყოფილი სპეციალისტი თეა ბაღდოშვილი სასამრთლოს გზით სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

ყოფილი თანამშრომლები ადმინისტრაციული სარჩელის მიხედვით იძულებით განაცდურის ანაზღაურებას, ასევე მათ მიმართ მობილობის პროცედურების განხორციელებას და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების გამოცემას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ორივე მათგანი იმ პოზიციაზე აღდგება, სადაც სამსახურიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა.

ტატალაშვილმა და ბაღდოშვილმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი 29 დეკემბერს შეიტანეს.

შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი სამსახურიდან პირველ დეკემბერს გაათავისუფლეს. მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებებში წერია, რომ მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე სამსახურიდან ათავისუფლებენ და მოხელეთა რეზერვში რიცხავენ. მოგვიანებით, 23 დეკემბერს კი ელექტრონულ ფოსტაზე მერიის ახალი ბრძანება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, გათავისუფლების შესახებ პირველ დეკემბერს გამოცემული ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი.

„გვეუბნებიან, რომ მობილობის ეტაპზე ვართ ისევ, არადა მობილობა დასრულებულია, ამიტომ გაუგებარია რას გულისხმობენ“, – ამბობს თეა ბაღდოშვილი.

ტატალაშვილიც და ბაღდოშვილიც აცხადებეს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს– ტატალაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრი, ბაღდოშვილი კი ამავე პარტიის წევრის მეუღლეა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ თანამშრომლები ჯერ გაათავისუფლა, შემდეგ კი ბრძანებები ბათილად ცნო
ახალციხის მერიას თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებენ
„საქართველოს ბანკი“ ყოფილი თანამშრომლის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
ახალციხის გამგეობიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს
„ჯინო–ველნეს–რაბათის“ ყოფილი თანამშრომელი სააპელაციოში აღარ ჩივის
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო
ადიგენის ყოფილი გამგებელი სასამართლოში ჩივის