FM97.5 / LIVE

240 განაცხადი 16 პოზიციისთვის – ახალციხის მერიაში კონკურსი მიმდინარეობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.01.2018
ახალციხის მერიაში 16 შტატზე გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების მიღება დასრულდა. მერია კონკურსს კიდევ 36 საშტატო ერთეულზე გამოაცხადებს.

240 განაცხადი 16 პოზიციისთვის – ახალციხის მერიაში კონკურსი მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას კონკურსის წესით 63 თანამშრომელი უნდა შეერჩია. აქედან 16-ს შტატით, ხოლო 47–ს ხელშეკრულებით აიყვანდა.

მერიაში 16 პოზიციაზე 240 განაცხადი შევიდა, ახლა მათი გადარჩევა მიმდინარეობს, შერჩეულ კონკურსანტებთან კი შემდეგ გასაუბრება გაიმართება.

რაც შეეხება 47 პოზიციას, აქედან 36–ზე კონკურსი შეწყდა. ცვლილება საკონკურსო პირობებში ახალციხის მერის წარმომადგენლებსა და მის თანაშემწეებს შეეხოთ.

„კონკურსის შეწყვეტის მიზეზი ისაა, რომ მერის წარმომადგენლები და მათი თანაშემწეები ხელშეკრულებით აყვანილები აღარ იქნებიან, ჩვეულებრივ შტატიანი თანამშრომლები ხდებიან. ამიტომ მათთვის კონკურსის პირობა შეიცვალა და გამარტივებულის ნაცვლად ღია კონკურსის წესით შეირჩევიან“, – აცხადებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რაც შეეხება 47 ვაკანტური ადგილიდან დარჩენილ 11–ს, რომელთა შორის არიან მდივანები, მძღოლი და სპეცტექნიკის ოპერატორები, მათ თვითმმართველობაში კვლავ ხელშეკრულებით დაასაქმებენ.

„11 პოზიციაზე განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. მათი შერჩევა გამარტივებული წესით ხდება, ნაწილი უკვე დასაქმდა კიდეც“, – აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, სწორედ გამოცხადებულ კონკურსებთან დაკავშირებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. იურისტები მიიჩნევენ, რომ მერიას ჯერ მობილობის წესით უნდა დაესაქმებინა მოხელეები თვითმმართველობაში და თუ მათგან შეთავაზებულ პოზიციებზე უარს მიიღებდა კონკურსი ამის შემდეგ უნდა გამოეცხადებინა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.12.2018 ეთნიკურ სომხებს საქართველო–სომხეთის საზღვარზე შემოსვლისას პრობლემები ექმნებათ

15.12.2018 'ტაო' ჩემპიონატის ლიდერ 'იუნკერებთან' დამარცხდა

15.12.2018 ახალქალაქში ნაგვის ურნა დაიწვა

15.12.2018 ყინვა და თოვლი, როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეების შესარჩევად გასაუბრება იწყება
ადგენში კონკურსის წესით  მერის 21 წარმომადგენელს შეარჩევენ
ახალციხის მერიაში ხელშეკრულებით ასაყვანი 11 თანამშრომლიდან ხუთი დაასაქმეს
ადიგენის მერიაში კონკურსის წესით სამ თანამშრომელს შეარჩევენ
ახალციხის  მერიაში სამი პოზიცია ვაკანტური დარჩა
ახალციხის მერიაში 13 ვაკანტურ პოზიციაზე 188 განაცხადი შევიდა
ბორჯომის მერიას 10 ახალი თანამშრომელი ჰყავს