FM97.5 / LIVE

ასპინძის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.01.2018
ასპინძის მერია 11 საჯარო მოხელეს და მათ შორის ექვს სამსახურის უფროსს კონკურსის წესით შეარჩევს.

ასპინძის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ასპინძაში მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადა 10 იანვარია.

„სამსახურების უფროსების ადგილები ვაკანტური იყო და ამიტომ მათი კონკურსის წესით შერჩევა გადავწყვიტეთ. კონკურსებს საჯარო სამსახურის ბიურო აკონტროლებს, ამიტომ იმ პოზიციბზე, რომლებიც თავისუფალი იყო ინფორმაცია მივაწოდეთ და კონკურსი გამოვაცხადეთ“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

ექვსი სამსახურის უფროსის შესარჩევად ასპინძის მერია ხუთწლიან სამუშაო გამოცდილებას ითხოვს. კონკურსანტები სამ ეტაპს – საბუთების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას გაივლიან. გამონაკლისი მხოლოდ მერის მდივნის პოზიცია იქნება, მას კონკურსის პირობების მიხედვით ზეპირი დავალების შესრულება არ მოხუდება.

ასპინძის მერიამ კონკურსი შემდეგ პოზიციებზე გამოაცხადა:

მერის მდივნი (თანამდებობრივი სარგო 600 ლარი);

სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი (თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარი);

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი (თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარი);

ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი (თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარი);

კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის , ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი (თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარი);

კონტროლისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი(თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარი);

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი (თანამდებობრივი სარგო 1 200 ლარი);

ადმინისტრაციული და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 900 ლარი);

ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი (თანამდებობრივი სარგო 900 ლარი);

ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის საკითხებში (თანამდებობრივი სარგო 600 ლარი);

არქიტექტურის და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებში (თანამდებობრივი სარგო 740 ლარი).

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.02.2020 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 600-მდე აბონენტს 15 დღეა წყალი არ აქვს

19.02.2020 სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს

19.02.2020 საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

19.02.2020 სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში განცხადებების მიღება სრულდება
ახალციხის მერიამ 13 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე 75 განაცხადი შევიდა
ასპინძის გამგეობამ ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეებს ტესტირების გარეშე შეარჩევენ