სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ჩამორთმეული მანქანების დაბრუნების მოთხოვნით მოქალაქე პროკურატურასთან შიმშილობს

მთავარისიახლე, სამართალი 29.12.2017
ახალციხელმა დავით ცუცქირიძემ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. იგი სხვადასხვა დროს ხე–მასალის გადაზიდვისას ჩამორთმული სამი მანქანის დაბრუნებას ითხოვს;

ჩამორთმეული მანქანების დაბრუნების მოთხოვნით მოქალაქე პროკურატურასთან შიმშილობს

დავით ცუცქირიძის თქმით, პირველად მანქანა 2012 წელს ჩამოართვეს, მაშინ „დაფის“ მარკის სატვირთო მანქანით 21 კუბური მეტრი მასალა გადაჰქონდა. მანქანა ტვირთთან ერთად ჩამოართვეს და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად აცხადებს, ამ საქმეზე უზენაესი სასამართლოც კი მოიგო.

მეორე შემთხვევა მიმდინარე წლის აგვისტოში მხოდა. მაშინ ცუცქირიძის თქმით, ასევე „დაფის“ მარკის სატვირთო მანქანა 9 კუბამეტრ სამასალე მერქანთან ერთად ჩამოართვეს.

ბოლო ფაქტი გუშინ, 28 დეკემბერს იყო. ამჯერად ცუცქირიძეს სამ კუბამეტრნახევარი სამასალე მერქანი „მარშუტკით“ გადაჰქონდა.
„სამი მანქანა ჩამომართვეს, სამივე შემთხვევაში ხე–ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი მქონდა, მაგრამ არცერთი მანქანა ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ“, – ამბობს ცუცქირიძე.

მისი თქმით, იგი შპს „კუშას“ 50%–იანი წილის მფლობელია. აღნიშნულ შპს–ს კი წინუბნის ტყეში 20–წლიანი ლიცენზია აქვს მიღებული, რომლის ფარგლებშიც ტყიდან წლის განმავლობაში 800 კუბური მეტრი სამასლე მერქნის გამოტანა შეუძლია. პირველ ორ შემთხვევაში, როგორც ცუცქირიძე ამბობს სწორედ ლიცენზიის ფარგლებში ტყიდან გამოტანილი სამასალე მერქანი გადაჰქონდა.

„გუშინ რაზეც დამაკავეს, ის ფინანასთა სამინისტროსგან აუქციონზე ვიყიდე. ბუნებრივია, ეს დოკუმენტი მაქვს, ასევე მაქვს სახერხზე რომელი მორიდან რომელი ფიცარი ამოვიდა იმისი დამადასტურებელი საბუთიც. მიუხედავად ამისა მანქანა მაინც ჩამომართვეს“, – ამბობს ცუცქირიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში 2012 წელსა და მიმდინარე წლის აგვისტოში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებთ კომენტარს არ აკეთებენ. 29 დეკემბრის ფაქტთან დაკავშირებით კი ამბობენ, რომ ცუცქირიძეს იმაზე მეტი მასალა გადაჰქონდა, ვიდრე ეს დოკუმენტით იყო წარმოდგენილი. ამიტომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303–ე მუხლით დაიწყო, რაც ხე–ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვას გულისხმობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ცუცქირიძის არცერთ საქმესთან შეხება არ აქვთ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტემენტში გვიდასტურებენ, რომ შპს „კუშაზე“ ახალციხის ტყეში ლიცენზია გაცემულია, თუმცა ინფორმაციის გამოთხოვას ლიცენზიის ვადის, პირობებისა და იმის შესახებ, მართლაც ამ ლიცენზიის ფარგლებში გასული მასალაა თუ არა ჩამორთმეული, წერილობით გვთხოვენ.

„თუ დასაჭერი ვარ დამიჭირონ, არსებობის საშუალება აღარ მაქვს. ყველა უწყება შევაწუხე, მაგრამ 2012 წელს ჩამორთმეულ მანქანას მაინც რატომ არ მიბუნებენ, რომელზეც ყველა ინსტანციის სასამართლო მოვიგე, არ ვიცი“, – ამბობს ცუცქირიძე.

მისი თქმთ, მან საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც მიწერა: „პრემიერმა ეს წერილი აქაურ პროკურატურას დააწერა. პროკურატურაში კი ეს საკითხი გიორგი აღლემაშვილს დააწერეს. შემხვდა, მესაუბრა, მაგრამ მანქანის დაბრუნებაზე ჯერ კიდევ პასუხი არ მაქვს“.

დავით ცუცქირიძემ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან გუშინ დაახლოებით 6 საათი დაჰყო, როგორც თავად ამბობს ღამით მასთან პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ და დაპირდნენ, რომ მის საქმეს გულისყურით შეისწავლიდნენ: „მთხოვეს რომ შიმშილობა შემწყვიტა, იმედია მომხედავენ“, – ამბობს ცუცქირიძე და ამატებს, რომ ამის შემდეგ პროკურატურასთან შიმშილობა შეწყვიტა.

პროკურატურაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ ცუცქირიძის საქმეს აუცილებლად შეისწავლიან, თუმცა ასევე ამბობენ, რომ „როდესაც საქმე ეხება ხე–ტყის უკანონოდ მოჭრას, საქართველოს პროკურატურას უმკაცრესი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს და ამ მიმართულებით არავითარი შეღავათი ბრალდებულ პირებს არ ექნებათ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულისთვის განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებაროს ჩამორთმევას“.

დავით ცუცქირიძე, მის საქმესთან დაკავშირებით სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში დაბარებული დღესაა.

შეგახსენებთ, რომ ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებმა, რომლებსაც ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ხე–ტყის გადატანისას ავტომანქანები ჩამოართვეს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან 18 დეკემბერს აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ.

[თამუნა უჩიძე, ახალცხე]


13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

04.04.2018 პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.04.2018 როგორია ფერომონების შედეგები საქართველოს რეგიონებში

18.04.2018 'მესხეთი' დავით ყიფიანის თასის თამაშებს გამოეთიშა

18.04.2018 ‘დედაენის კვირეული’ მეშვიდე სკოლაში

17.04.2018 ვალეში წყლით მომარაგება აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ცუცქირიძე: „თუ ჩამორთმეულ მანქანებს არ დამიბრუნებენ ისევ ვიშიმშილებ“
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები აქციებს აანონსებენ
ფინანსთა სამინისტრო: ‘ჩამორთმეულ მანქანებს საქმეების დასრულების შემდეგ დავაბრუნებთ’
ხე–ტყით დატვირთული, ჩამორთმეული მანქანების საქმის ორი მხარე
აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩამორთმეული მანქანების დაბრუნებას ითხოვენ, პროკურორებს შეხვდნენ
ხე–ტყის გადატანისას მანქანა ჩამორთმეული მოქალაქეები ხვალიდან აქციებს აანონსებენ
ოლქის პროკურორი მზადაა, ხე–ტყის გადატანისას ჩამორთმეული მანქანების მეპატრონეებს შეხვდეს